საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან, რომელიც ამავე დროს არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენი. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. „საუბარი შეეხო საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ქვეყნის წინაშე […]

ცოტნე ანანიძე – 7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“ – დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას – პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ

7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“ – დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას- პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ. „7 ნოემბრის, არა დაშლის, არამედ მშვიდობიანი, მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“. […]

როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ბიძის კომენტარი

აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ipn.ge დაშავებულის ბიძის, იოსებ ჩანადირზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ალექსი თირქია კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. […]

იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი დააკავეს – ლაშა გოგებაშვილს ნაძვის ხის დაზიანებას ედავებიან

იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი ნაძვის ხის დაზიანების ბრალით დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მიტანილ რკინის კონსტრუქციაზე ლაშა გოგებაშვილმა ევროკავშრის დროშა დაკიდა მხოლოდ. ახალგაზრდა კაცს სახლთან ჩაუსაფრდნენ და ხელბორკილები დაადეს. დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებაზე აქამდე მხოლოდ გაბრაზებულები იყვნენ, ახლა გამწარებულები არიან და აქციაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა. გუშინ ავიდა და დროშას უკეთებდა ნაძვის ხეს. ამ დროს […]

ის, რომ მოძალადეების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარდა, უკვე დიდ ეჭვებს ბადებს – ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს: საგამოძიებო სამსახურმა დღეს გვითხრა ის, რომ მიჰყვება მედიის კვალს და ის, რასაც გააკეთებს მედია, შემდგომში ამაზე ექნება რეაგირება საგამოძიებო სამსახურს. რეალურად, განცხადებაში ჩანს, რომ ჯერჯერობით დამოუკიდებლად მათ არაფერი გაუკეთებიათ. მაშინ, როდესაც უკვე მეორე თუ მესამე დღეა და შენ დამოუკიდებლად არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ გაქვს […]

დავით კეზერაშვილი: BBC-მ გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, დასრულდა ცილისწამების პროცესი

ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია BBC-მ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა. დავით კეზერაშვილის თქმით, ამით დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას მისი მისამართით. დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ BBC-ს სარჩელთან დაკავშირებული ყველა იურიდიული ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა. “ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ […]

„სახლის პატრონები მაგდებდნენ, მეეზოვენი მცემდნენ, პოლიცია მატუსაღებდა“ — ლეგენდარული მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული

მოხეტიალე მუსიკოსი ილია (ილიკო) პეტრეს ძე ქურხული 1885 წლის 7 აპრილს თბილისში დაიბადა. მამამისი საგარეჯოელი გლეხის შვილი იყო და ოჯახს წვრილმანი ვაჭრობით არჩენდა, დედის წინაპრები კი, კუმისელი მეზურნეები იყვნენ. მშობლები ილიკოს დაბადებამდე გადმოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად, სადაც მამამისმა ძეხვის ქარხანა გახსნა. ქურხულებს მუსიკალური ოჯახი ჰქონდათ. პატარა ილიკომ სიმღერა დედისა და ბიძებისგან ისწავლა. საერთოდ, სიმღერამ ისე გაიტაცა, […]

“ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად, ეკონომ სავარძელზე სტამბოლიდან. მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა“ – არტისტი

არტისტი Hamatsuki Instagram-ზე წერს, რომ სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ფრენისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმგზავრა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ეკონომ კლასით მგზავრობდა ხალხი კი მის მიმართ აღფრთოვანებას არ მალავდა და მადლობას უხდიდა. “სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად ჩვეულებრივ ეკონომ სავარძელზე სტამბულიდან ❤️ მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა. თუნდაც ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ამბობს. […]

რუმინეთის მოქალაქეს, რომელმაც ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის ტიკტოკკამპანია დააფინანსა, ჩხრეკისას შვიდი მილიონი დოლარი ჩამოართვეს

რუმინეთის მოქალაქეს, რომელმაც ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს ტიკტოკკამპანია დააფინანსა, ჩხრეკისას შვიდი მილიონი დოლარი ჩამოართვეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია რუმინეთის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. ჩხრეკის შედეგად, ბოგდან პეშირას კუთვნილი სამი ობიექტიდან ამოიღეს რამდენიმე კომპიუტერი. მათი მეშვეობით გამომძიებლებმა პეშირას ანგარიშზე შვიდი მილიონი დოლარი აღმოაჩინეს და ჩამოართვეს. გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილი პირის „ტიკტოკის“ ანგარიში უზრუნველყოფდა ჯორჯესკუს […]

“საწყობები დაგვილუქეს” – “სამი ძმა” პიროტექნიკას საბითუმოდაც ვეღარ ყიდის

“სამი ძმა” საცალო გაყიდვების შეზღუდვის შემდეგ, პიროტექნიკას საბითუმოდაც ვეღარ ყიდის. კომპანიის ხელმძღვანელი, აბელ კაპანაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაცია მხოლოდ ფოიერვერკებს შეეხო და გაყიდვები ამის გამო ვერ აღდგა. საქმე ის არის, რომ გასულ კვირას, 28 ნოემბრის შემდგომი აქციების გამო პიროტექნიკის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა რეალიზატორმა “სამი ძმა”, როგორც თავად ამბობენ, თავად მიიღო […]