ირაკლი ქარსელაძემ, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქალაქ ლონდონში, წყლის რესურსების მსოფლიო სამიტის (THE GLOBAL WATER SUMMIT 2024) ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრი კომპანია „სიმენსის“ (Siemens) წყლისა და წყალარინების პროგრამული უზრუნველყოფის სტრატეგიულ დირექტორ ადამ კარტრაიტს, ესპანური კომპანია „აქსიონას“ (Acciona) აღმასრულებელ დირექტორ მანუელ მაიონის და ესპანური კომპანია „მიას“ […]
ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? – კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც 20 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის. ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე წერს: „დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 […]
ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც გამოცემა წერს, სოფელ ლეღვაში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. ადგილობრივთა თქმით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მათ უკრაინის დროშები აფრიალეს. ახლა პროცედურულად, კანონპროექტი განსახილველად სენატში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მას ხელი პრეზიდენტმა […]
ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა. გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში ორჯერ, Boeng 737-ით შეასრულებს. “მნიშვნელოვანია, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც […]
მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც კი შოკში ჩავარდნენ – ახალაძის საოცარი გოლი ბათუმის “დინამოსთან” [VIDEO]

ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები. მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის “კოლხეთს”, თუმცა საბოლოდ – 2:2. ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო […]
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ტურნირზე პირველ დღეს 7 მედალი მოიპოვა

რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვალერიუ ბულარკას მემორიალზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა შორის, გუშინ, ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში გათამაშდა მედლები და აქედან სამში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. ჩემპიონები გახდნენ: ნიკოლოზ ბელქანია (38 კგ), ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) და შოთა ტაბატაძე (85 კგ), ხოლო გიორგი აზნაურიშვილი, გიორგი ჩაჩუა (ორივე 44 კგ), დავით […]
ლევან საგინაშვილმა დევონ ლარატი დაამარცხა

ლევან საგინაშვილი თურქეთში East vs West 12-ის ღონისძიებაზე სუპერ მძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში კანადელ დევონ ლარატს დაუპირისპირდა. მოწინააღმდეგე „ქართველმა ჰალკმა“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მკლავჭიდელმა დევონ ლარატს აბსოლუტური უპირატესობით 2022 წელს King Of The Table 4-ზეც სძლია.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ. თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები – „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ […]
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აპრილს საქართველოში ამინდი დროგამოშვებით ღრუბლიანი იქნება. შესაძლოა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით […]