ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე გადაწყვეტილებები მიიღო

სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის […]

,, უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. „მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას“, – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყარონ კენჭი კანონპროექტს. „ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – დასძინა ფონ დერ […]

რუსეთი, სავარაუდოდ, გაააქტიურებს შეტევით ოპერაციებს, სანამ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარება ჩავა

რუსეთის შეიარაღებული ძალები, უახლოეს კვირებში, დიდი ალბათობით, უკრაინაში გაააქტიურებენ შეტევით ოპერაციებს, რათა ისარგებლონ პერიოდით, სანამ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარება ჩავა. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. ბოლო პერიოდში, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ და ზოგიერთ რაიონში ააქტიურებდნენ შეტევით ოპერაციებს – ამაში, ექსპერტთა აზრით, ერთი მხრივ, მათ ეხმარებოდა მშრალი ამინდი და მეორე […]

ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა. გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში ორჯერ, Boeng 737-ით შეასრულებს. “მნიშვნელოვანია, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც […]

ქართველმა მშვილდოსნებმა ევროპის თასის პირველ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს

ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა. ტურნირზე საქართველოს ღირსებას 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრები იცავდნენ. ჩემპიონატზე წყვილთა შორის ანა ბოლოკაძემ და დავით ბასილაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართული წყვილი ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით, ანგარიშით 6:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის თასის პირველი ეტაპის დაწყებამდე ქართველმა მშვილდოსნებმა ბულგარეთის […]

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ქობულეთში სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა. დაშავებული მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, სოფელ მდინარეში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმ ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს მათივე ცნობით, გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი – 187 მგზავრით დაეშვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით […]

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს სამშაბათს, 23 აპრილს უყრიან. ”სენატი მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დამატებით კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სენატი შეთანხმდა სამუშაოს დასრულებაზე პირველი კენჭისყრით სამშაბათს“, – წერს ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად

ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. ის სენატს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს კენჭისყრა. „მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტური უმრავლესობით ჩატარებულ პოზიტიურ კენჭისყრას. უკრაინა იმსახურებს ყველა შესაძლო მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ. ახლა, ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის […]

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. „შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს […]