ოპოზიცია ამოფარებულია ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგზე, ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს
ოპოზიცია ამოფარებულია ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგზე, ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს მომავალ კვირაში იქნება საკომიტეტო მოსმენა და შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე გავა. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, როგორც აქამდე, არანაირ რეალურ დისკუსიაში არ შემოვა მარტივი მიზეზის გამო, ამ არანაირი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგო არ გააჩნიათ, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის საპროცედურო […]
უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. მოგვიანებით სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემის ჩასაძირად იყო მიმართული და შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერია, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. Telegram-არხებში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს პორტში გაჩენილი ხანძარი. უკრაინის ოფიციალურ მხარეს […]
გერმანიის გატერსლებენის (IPK) გენბანკიდან საქართველოს ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში დაუბრუნდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გერმანიის გატერსლებენის (IPK) გენბანკიდან ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში გადმოეცა. ნიმუშები,შესწავლის მიზნით, ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაითესება, ხოლო მათი იდენტიფიკაციის შემდეგ, მასალა წარმოშობის ადგილას არსებულ ფერმერულ მეურნეობებს დაუბრუნდება. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის […]
“თითქოს ფეხბურთელებს მატჩის მოგება არ უნდოდათ” – რა თქვა კალცონამ “ემპოლისთან” მარცხის შემდეგ?

სერია A-ს 33-ე ტურში “ნაპოლი” “ემპოლისთან” გასვლაზე 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. “შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოვახერხე. თითქოს, ფეხბურთელებს მოგება არ სურდათ. “ემპოლიმ” გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენი მოვალეობაა, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავიღოთ. კვირიდან-კვირამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შეცდომებს ვუშვებთ, რაც უფრო […]
აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს კენჭს უყრის

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს სამშაბათს, 23 აპრილს კენჭს უყრიან. ”სენატი მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დამატებით კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სენატი შეთანხმდა სამუშაოს დასრულებაზე პირველი კენჭისყრით სამშაბათს“, – წერს ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, […]
ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულა და ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში Transavia-ს კუთვნილი Boeng 737-ით ამსტერდამიდან გუშინ სავსე ბორტით დაეშვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის […]
“ვინ არ არის მზად [EU-სთვის], ქართველი ხალხი თუ ოცნება?” – კუბილიუსი ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ თქვა, რომ “საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის”. “დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ ქართული ოცნება? […]
დაბალბიუჯეტიანი ნიდერლანდური ავიაკომპანია Transavia საქართველოში შემოვიდა

დაბალბიუჯეტიანმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში 2-ჯერ, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ რეისებს შეასრულებს. Transavia-ს მიერ შესრულებულ პირველ რეისს ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარსელ დე ნუაიერი ჩამოჰყვა. “შესანიშნავი აეროპორტი გაქვთ. მოხარულები ვართ, რომ ნიდერლანდები პირდაპირი საჰაერო გზით დააკავშირებს როგორც ტურისტულ, ისე ბიზნეს ვიზიტორებს საქართველოსთან. […]
ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს L-39ZA Albatross ტიპის თვითმფრინავი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა. “ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი L – 39ZA Albatros -ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი”, – ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მათი განმარტებით, ლიეტუვაში ასეთი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ოფიცრების მოსამზადებლად, […]
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გუშინ ღამით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება. თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, „ჰეზბოლას“ წევრი იყო. ცალკეული დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტზე ოდაისეში და შენობებზე ხიამში.