მაიკლ გალერი – “ქართული ოცნება” და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან – საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის

საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“, – წერს ევროპარლამენტარი […]
საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. „ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის […]
იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი საწვრთნელ წვრთნების დროს ზღვაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრიდან ერთი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის თავდაცვის მინისტრ მინორუ კიჰარაზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის თქმით, SH-60 ტიპის ორი საპატრულო ვერტმფრენი წვრთნებს ტორიშიმას მახლობლად, ცენტრალური იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ატარებდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. დიდი ალბათობით, ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. ეკიპაჟის დაკარგულ 7 […]
გალერი: ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან”. ამასთან, ევროპარლამენტარი გუშინ, თბილისში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აზიარებს. “საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [რუსულ კანონს] აპროტესტებს, შანსი აქვს, გააერთიანოს ძალები და მომავალი […]
ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? – კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც 20 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის. ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე წერს: „დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 […]
SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

სტრიმინგის სერვისი Netflix კალმარის თამაშის მეორე სეზონს 2024 წლის ბოლომდე გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმის ხელმძღვანელი ტედ სარანდოსი ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის ზუსტი თვე და რიცხვი. Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის […]
„არა რუსულ კანონს“, – ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე 21 აპრილსაც შეიკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციაზე სახელწოდებით „არა რუსულ კანონს”, 21 აპრილს ისევ შეიკრიბებიან ახალგაზრდები. ეს პირობა მათ გუშინ, 20 აპრილს, გვიან ღამით, აქცია-მსვლელობის დასრულების შემდეგ დადეს. მეოთხე დღეა სტუდენტები, ახალგაზრდები, რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ ისინი მსვლელობებს მართავენ სხვადასხვა მიმართულებით: „სად წავალთ ხვალ, ამას ხელისუფლებისთვის სიურპრიზად დავტოვებთ“, – თქვა 20 აპრილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 20 აპრილს […]
საიუველირო კომპანიები ოქროს ნაკეთობების გაძვირებას აანონსებენ

1 უნცია ოქროს ფასმა, შესაძლოა, 3000 დოლარს მიაღწიოს. დარგის ექსპერტების თქმით, ძვირფასი მეტალის ღირებულება ყოველდღიურად ახალ რეკორდს ხსნის. დღეს, მაგალითად, 1 უნცია ოქროს ფასმა 2,395 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 25 პროცენტზე მეტად გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე კი, შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ფასი საშუალოდ 350-360 დოლარით არის გაზრდილი. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & […]
„სარწმუნოება არ არის ახლა გადასარჩენი. სახელმწიფოს სჭირდება გადარჩენა“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს: „ილიასეული “სარწმუნოება” ისტორიულ პარადიგმაში ზის – ავტოკეფალია და სახელმწიფოებრიობა მოშლილი ერისთვის. დღეს ჩვენ ვიბრძვით სეკულარული სახელმწიფოსთვის, სადაც ნებისმიერი “რწმენის”არჩევანი თავისუფალოა. 35 წლის განმავლობაში მუდმივად გახლეჩილ ერს, ნამდვილად სჭირდება ერთობა. სარწმუნოება არ არის ახლა გადასარჩენი. სახელმწიფოს სჭირდება გადარჩენა და ამ ბრძოლაში მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მთავარი როლი და არა რომელიმე კონფესიის წარმომადგენელს. […]
„ეკლესიის კარზე კაცი რომ მიგვიხვრიტეს, ღრმადმორწმუნე მთავრობის ღრმადმორწმუნე მრევლს არავინ უთხრა განიცადეთო და არ განიცადეს“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: „სულ ახლხანს ეკლესიის კარზე კაცი რომ მიგვიხვრიტეს, ღრმადმორწმუნე მთავრობის ღრმადმორწმუნე მრევლს არავინ უთხრა განიცადეთო და არ განიცადეს.ჯენ ზიმ კი მთელი ქალაქის კედლები ააჭრელა გინტურის უკანასკნელი სიტყვებით: “ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე…”