პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა სპეციალური საშუალება – სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე, ვითარება დაიძაბა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. კადრებში ჩანდა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 30 აპრილის დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა […]
რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებენ. სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა. წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება. იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს.
შსს – კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის […]
პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა – არიან დაშავებულები

პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამასთან, სავარაუდოდ, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენებაც. არიან დაშავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ. გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
სახალხო დამცველი შს სამინისტროს მოუწოდებს, შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ ძალა არ გამოიყენონ

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ […]
მაიკლ როთი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის სპიკერივით ლაპარაკობს და არა როგორც ერთგული ევროპელი – ის „რუხი კარდინალია“ და ევროკავშირში გაწევრიანების იმედების განადგურება სურს

ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის სპიკერივით ლაპარაკობს, და არა როგორც ერთგული ევროპელი, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის სპიკერივით ლაპარაკობს და არა როგორც ერთგული ევროპელი. ის რუხი კარდინალია და ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების იმედების განადგურება სურს. მაგრამ ის ვერ შეძლებს ევროკავშირისკენ […]
ჯანდაცვის სამინისტრო – პარლამენტთან მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ“,-განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად […]
რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა. წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება. იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს […]
„პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ – შსს

„პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ – შსს მორიგ განცხადებას ავრცელებს: „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს […]
შსს არაპროპორციულ ზომებს იყენებს, აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები – GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] განცხადებას ავრცელებს: “30 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავრცელებული ვიდეოებიდან ასევე აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები. […]