შსს არაპროპორციულ ზომებს იყენებს, აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები – GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] განცხადებას ავრცელებს:
“30 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავრცელებული ვიდეოებიდან ასევე აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით!
დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;
დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს;
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
უზრუნველყოს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების სავარაუდო თვითნებური დაკავებებისა და დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება!”

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით