“არ გასცდეთ კანონს, არ გამოიყენოთ ძალა მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ” – სახალხო დამცველი შსს-ს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს: საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე […]

აქციაზე წიწაკის სპრეით ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც დაშავდნენ

თბილისში, პარლამენტთან რუსული კაონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო პარლამენტის გვერდითა ჩიტაძის ქუჩაზე და საკანონმდებლო ორგანოს უკან, სადაც ტერიტორია პოლიციამ ადამიანებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა. მათ შორის, პოლიციამ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეიც, რომლის ზემოქმედების შედეგადაც აქციის მონაწილეების გარდა დაშავდნენ დეპუტატები ანა წითლიძე და ლევან ხაბეიშვილი და გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი […]

შსს-მ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება 23:15 საათისთვის კვლავ დაიძაბა. პოლიციამ მოქალაქეების დაკავება ჩიტაძის ქუჩაზე განაახლა. როგორც ერთ-ერთი პოლიციელი ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებდა, მათი მისამართით მოქალაქეები ბოთლებს ისროდნენ, თუმცა კადრებში ჩანდა რომ პლასტმასის ბოთლებს მოქალაქეების მიმართულებით პოლიციელებიც ისროდნენ. აღნიშნულის შემდეგ წინა პლანზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადმოინაცვლეს და წიწაკის სპრეის შემდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აღნიშნულს წინ […]

პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია. პოლიციამ მომიტინგეები დაშლა დაიწყო. ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. ამავე დროს, პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს აკავებენ, რა დროსაც აქციის სხვა მონაწილეები მათ წინააღმდეგობას უწევენ და ბოთლებს ესვრიან. “არ შეშინდეთ. დღეს ბოლომდე ვიბრძვით”, – თავის მხრივ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს […]

პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო – ადგილზე ვითარება დაძაბულია

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია. პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო. ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. ამავე დროს, პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს აკავებენ, რა დროსაც აქციის სხვა მონაწილეები მათ წინააღმდეგობას უწევენ და ბოთლებს ესვრიან. “არ შეშინდეთ. დღეს ბოლომდე ვიბრძვით”, – თავის მხრივ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

პოლიციამ პარლამენტთან მომიტინგეების დაკავება დაიწყო

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროისთვის ტერიტორიიდან არაერთი მომიტინგეა გაყვანილი. ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები. როგორც აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განაცხადა, დაკავებულები იქნენ სამართალდამრღვევები ადმინისტრაციული წესით. მისი თქმით, პოლიციის ბევრი თანამშრომელია დაშავებული. „სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას […]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიებსა და გაზის კაფსულებს ისვრიან

რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებსა და გაზის კაფსულებს ისვრიან – გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ.

რატომ დაიწყო შსს-მ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის ყუმბარების სროლა? – მაღალჩინოსანი

ფოტო – მთავარი არხი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისვრიან. მანამდე არაერთი ადამიანი დააკავეს და დაკავების მომენტში სცემდნენ, რის შემდეგაც, რამდენიმე ადამიანმა პლასტმასის ცარიელი ბოთლი ისროლა სპეცრაზმის მიმართულებით, პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ ესროდა ცარიელ ბოთლებს პოლიციაც მოქალაქებს, შემდეგ კი გაზის ყუმბარების სროლა დაიწყეს. შსს-ს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ცარიელმა პლასტმასის ბოთლებმა დააზიანა აღჭურვილი, შეიარაღებული სპეცრაზმელები […]

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ისევ სცემს და აკავებს

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებენ. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს იყენებენ. ამ დროისთვის უცნობია, აქციის რამდენი მონაწილეა დაკავებული.

GDI: მოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით. განცხადება სრულად: “მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ […]