საია – პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა

საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება. „მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა […]
კაფეებში ხინკალს რომ ჭამთ, რომელ საქართველოში ცხოვრობთ? – ყორშია

რუსთაველის გარშემო ხალხი კაფეებში რომ სხედხართ და ხინკალს ჭამთ გარეთ, რომელ საქართველოში ცხოვრობთ ?
“ფეხები არ მოგვჭამოთ, ჩმორებო” – სალომე ხვადაგიანი

სპრეი ვყლაპეთ, ვიტირეთ, მაინც კარგად ვართ, ფეხები არ მოგვჭამოთ, ჩმორებო
(ვიდეო)სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით არბევს
სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე წუთის წინ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქამდე სპეცრაზმმა რეზინის ტყიები, გაზის კაფსულები გამოიყენეს და აქციის მონაწილეები სცემეს წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. http://
„ვერც ერთმა მთავრობამ ვერ ისწავლა ამ ქვეყანაში ჭკუა რააა.. ტფუუ თქვენი“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე რუსთაველზე მიმდინარე პროცესებზე: „მართლა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ ისწავლა ამ ქვეყანაში ჭკუა რააა.. ტფუუ თქვენი“
რუსთაველზე დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს. მოქალაქეების ნაწილი კვლავ რუსთაველზე იმყოფება, ნაწილი კი სანაპიროზე. ამ დროისთვის ვითარება ისევ დაძაბულია. სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო – მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე […]
შსს ირწმუნება, რომ აქცია “მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ირწმუნება, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია “გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”. “მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს. გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა […]
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო – მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან მხოლოდ 3 განიხილეს. განხილვა ხვალ გაგრძელდება.
აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით არბევენ

მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ წიწაკის სპრეი და სავარაუდოდ გაზის კაფსულები გამოიყენეს, უკვე აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით არბევენ. იქამდე, სპეცრაზმმა მომიტინგეებს სცემა.
შსს: ვიწყებთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას აქციის მონაწილეების მიმართ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”. მათი ცნობით, იწყებენ “კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას”. “მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან […]