“ჭორიკანა “დედაკაცივით“ დეზინფორმაციას ავრცელებ“ – ღარიბაშვილის ცოლისძმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 10 დეკემბერს, დილით ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა. “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “სულ გაგიბერია, ჭორიკანა “დედაკაცივით“ ავრცელებ დეზინფორმაციას“. – წერს თამაზაშვილი. როგორც ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, სხვა დამატებითი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს […]
ექვსამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინელმა მაშველებმა დღეს, 11 დეკემბერს, კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი კერძო კლინიკის ნანგრევებში. სამედიცინო დაწესებულების შენობა რუსულმა რაკეტამ 10 დეკემბერს დაანგრია. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი და დაშავებულია 22. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში […]
ცნობილია ვინ არის მეტროში დაღუპული ახალგაზრდა

ცნობილია ვინ არის მეტროში დაღუპული ახალგაზრდა მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო. 30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. „საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს… მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“. „საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, […]
პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს. […]
თამბაქოს ნაწარმის გაძვირება, ფასების შოკი და კონტრაბანდის წილის მატება – რა მოჰყვება აქციზის ზრდას?

რას ნიშნავს ბიზნესისთვის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მატება? და რა გავლენას მოახდენს პროდუქტის ფასზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილება? კითხვებით ,,კომერსანტმა’’ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანია JTI-ს მიმართა. (Japan Tobacco International) კომპანიის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი კავკასიაში ალექსანდრე ავაზაშვილი აცხადებს, რომ აქციზზე გადასახადის მატება თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს. ,,აქციზის 20 თეთრიანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო ტვირთის […]
ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა – ჩეხეთის პრეზიდენტი

ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი წერს. პაველმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ევროპული ოცნების დათმობაზე. „ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში. მე აღფრთოვანებული […]
სენატორი შაჰინი სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ რუბიოს საქართველოზეც ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინ შაჰინი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისადმი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა, კოლეგა სენატორს, პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად დასახელებულ რესპუბლიკელ მარკო რუბიოს შეხვდა სენატორ შაჰინის ინფორმაციით, იმსჯელეს გლობალური გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერასა და ჩინეთის მავნე გავლენასთან ბრძოლაზე. ჯინ შაჰინის თანახმად, განიხილეს საქართველოს მიმართ […]
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და დაკავებული ოთხი სტუდენტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის მამუკა ჯორბენაძის და დაკავებული ოთხი სტუდენტის სასამართლო პროცესი, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. დაკავებულები არიან სტუდენტები – გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, ანრი კაკაბაძე და დავით გვიანიძე. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 2-წლამდე ვადით […]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე „ქართულ ოცნებას“ აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე მმართველ პარტიას ინიციატივით მიმართავს, აქციებზე ლაზერის გამოყენება აკრძალოს. შესაბამისი ინიციატივა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ხშირად ანათებენ ლაზერებს სამართალდამცველებს და სამეთვალყურეო კამერებს, რაც პოლიციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. „პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის […]
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება. რიგ მომსახურებაზე საფასურის ახლებურად განსაზღვრას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონის პროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო […]