პრეზიდენტი: ელჩებთან გავაპროტესტე EU-ის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო მინისტრის ხელის ჩამორთმევა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა EU-ის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო. ამის შესახებ ის X-ზე წერს და მისი და ელჩების შეხვედრის ფოტოებს აზიარებს. “რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე (შეხვედრა) დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო […]
სალომე ზურაბიშვილი – თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის მიუხედავად, რომელიც უახლოეს დღეებში „სიკვდილის შესაძლო 2-3 ფაქტის“ შესახებ […]
ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2024“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, „RAW Wine“ ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ […]
რა უნდა იყიდოთ ახლა, სანამ ტრამპის ტარიფები ძალაში შევა – CNN

ზამთრის დღესასწაულების სეზონზე, მომხმარებელთა ნაწილი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ახლა საუკეთესო დროა საყიდლებისთვის, რადგან შესაძლოა ნივთები მალე გაცილებით გაძვირდეს. ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს. გამოცემის მიხედვით, ამას რამდენი მიზეზი აქვს: მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა, სანამ დონალდ ტრამპი ხელახლა შევა თეთრ სახლში, სადაც მან უკვე დააანონსა იმპორტზე მკაცრი ტარიფების დაწესება. მიუხედავად იმისა, რომ მისი გეგმების დეტალები ჯერ […]
„უმძიმეს მდგომარეობაშია მეტროს მემანქანე, კიდევ ეს უნდოდა, შვილი ჰყავს გარდაცვლილი უმძიმეს ავარიაში” – რა ჰყვებიან მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

„უმძიმეს მდგომარეობაშია მეტროს მემანქანე, კიდევ ეს უნდოდა, შვილი ჰყავს გარდაცვლილი უმძიმეს ავარიაში” – რა ჰყვებიან მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე? მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩააგდეს და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ უცნობმა მამაკაცს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ლიანდაგებში გადავარდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია მეტროს მემანქანე, რომელმაც […]
გვიან ღამით, გიორგი კუხალეიშვილი დააკავეს

გვიან ღამით, გიორგი კუხალეიშვილი დააკავეს გუშინ ღამით, პოლიტიკური გაერთიანება “ქართველთა ერთობა” და პროევროპული აქციის მონაწილე, გიორგი კუხალეიშვილი დააკავეს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ კუხალეიშვილის დაკავება აქციაზე მისი სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რამდენად შეცვლის ნერეში კვარაცხელიას? – ქართული გამოხმაურება ტრავმაზე და “მზე ზოგჯერ ბნელია”

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ამ მდგომარეობით, იტალიის ჩემპიონატში ორი ტურის გამოტოვება უნდა მოუწიოს. “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს სერიოზული მისია აქვს – “კვარას” ჩანაცვლება – რაც თავისთავად უკვე შეუსრულებელ ამოცანას ჰგავს. უახლოესი შეხვედრები “უდინეზესა” და “ჯენოასთანაა”. ასე ეუხეშებიან ხვიჩას… კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებულ უხეშობას ვხედავთ, რაც ამ დონის ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელთან მიმართებაში თითქოს ბუნებრივიც კია. ამის მიუხედავად, […]
პრეზიდენტი – დიპლომატებთან შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე

ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ. „რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა […]
შსს-მ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, კაცს ხელი კრეს, რის შემდეგაც, ის ლიანდაგში ჩავარდა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობა სცადა

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა კიმ იონ ჰენმა სეულის საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ დღეს, 11 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შინ იონ ჰემ. მისი ინფორმაციით, სიტუაციაში იზოლატორის თანამშრომელთა დროულად ჩარევის შედეგად სუიციდი აღიკვეთა და ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ინციდენტი 10 დეკემბერს, […]