თაზო დათუნაშვილი – საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია უკვე ფაქტია – „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესისთვის პოსტსაბჭოთა ჩიხად აქცია

საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია უკვე ფაქტია – „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა უკვე საერთაშორისო ბიზნესისათვის პოსტსაბჭოთა ჩიხად აქცია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „აღარცერთი თავმოყვარე ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოსკენ აღარც იხედება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ეკონომიკურ ნაცრისფერ ზონად აქცია“. „საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია უკვე ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა უკვე საერთაშორისო ბიზნესისათვის პოსტსაბჭოთა […]
ჩემი ქება ვერ აანაზღაურებს დე ფაქტო მინისტრისთვის თქვენს ხელის ჩამორთმევას – ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრისას მწვავედ გააკრიტიკა ელჩის წინა დღით გამართული შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, რომელსაც იგი დე ფაქტო მინისტრს უწოდებს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 10 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ელჩმა ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად, პრეზიდენტ ზურაბიშვილს უმასპინძლა. „მისი მუშაობა გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დასაცავად. ევროკავშირი […]
ოცნებაში ამჯერად სურთ, შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ

ქართულ ოცნებაში ამჯერად სურთ, რომ შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ. ამ ინიციატივით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართული ოცნების წევრი არჩილ გორდულაძე გამოვიდა. “პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ე.წ სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების […]
გახარიას თქმით, შსს-ში გათავისუფლების 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი და არ აკმაყოფილებენ

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის 100 თანამშრომელზე მეტს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება აქვს დაწერილი, თუმცა არ უკმაყოფილებენ. ამის შესახებ გახარიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. “თქვენ რომ ნახოთ ახლა, რამხელა კადრების გადინებაა… ღირსეული პოლიციელების უმრავლესობა ახლა ამერიკაში ზიან და იქ მძღოლობენ. ბევრი ადამიანი გაიქცა იმიტომ,მ რომ ვერ შეეგუა ამას, ვიღაცა […]
POG: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს”, – წერია განცხადებაში. საპოლიციო ძალებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. “ხუთივე პირს ბრალდება […]
ერთი ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება – შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ძვირდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დააინიცირეს. კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. საექსპერტო შემოწმება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა იზრდება 80 ლარით. შესაბამისად, […]
სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კიმ იონგ-ჰიონი 8 დეკემბერს დააკავეს და მას ბრალად ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში მონაწილეობა ედება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიმ იონგ-ჰიონი პირველი ოფიციალური პირია, […]
აზარტული თამაშების გადასახადის ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი, ხოლო სიგარეტზე აქციზის ზრდიდან 77 მილიონ ლარი შევა

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. როგორც განმარტებით ბარათში წერია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში ცალკეული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. „კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის […]
მადეირაზე, არარეზიდენტებისთვის პოპულარული ტურისტული მარშრუტების მონახულებაზე ახალი გადასახადი შემოიღეს

პორტუგალიის კუნძულ მადეირას ხელისუფლებამ, არარეზიდენტებისთვის პოპულარული ტურისტული მარშრუტების მონახულებაზე ახალი გადასახადი შემოიღო. „ევრონიუსის“ ცნობით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მდგრადი ტურიზმის განვითარებას, შემოსავალი კი გარემოსდაცვით ღონისძიებებზე მიიმართება. ამჟამად, გადასახადი მოქმედებს შვიდ ყველაზე მოთხოვნად მარშრუტზე, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს პრაქტიკა გავრცელდება პორტუგალიის არქიპელაგის ყველა რეკომენდებულ მარშრუტზე.
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

Meta-ratings.kz-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი შესაძლოა, ყაზახეთის ჩემპიონატს დაუბრუნდეს. ფეხბურთელის დამატების სურვილს “ტობოლი” გამოთქვამს, რომლის რიგებშიც ჩვენებური 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ასპარეზობდა და ბრინჯაოს მედლებიც დაისაკუთრა. კვეკვესკირი ამჟამად უნგრულ “ნირედიჰაზაში” ასპარეზობს, სადაც სულ რამდენიმე თვეა ჩაირიცხა და 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. ქართველის ანგარიშზე უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 1 გოლი […]