ცნობილია ვინ არის მეტროში დაღუპული ახალგაზრდა

ცნობილია ვინ არის მეტროში დაღუპული ახალგაზრდა
მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო.
30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს… მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“.
„საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, – წერენ თვითმხილველები.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან