მეუფე შიო – როცა ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც

როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, ყოველი მორწმუნე უნდა ეცადოს, რომ ხშირად ეზიაროს […]
ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ

„ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში, ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა უცხოელი მეგობრები განახლებულ „ოქროს ჩარდახში“ მიიღო. სტუმრები ხარკოვიდან, სუმიდან, პოზნანიდან, მარიბორიდან და უნგენიდან, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი, საგანგებოდ ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ „ქუთაისქალაქობა 2024 „-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. „ოქროს ჩარდახში“ წარმოდგენილი იყო დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში კეცხოველის, ენერგეტიკების, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
მაიკლ როთი – სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება – თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება, თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მანამ, სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება მხდალი სულების, ლაჩარი ადამიანებისა და ნაციონალისტების გამო. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე ის მშვიდობიანი დარჩეს! დაე […]
გორის მერმა ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცემათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს. ნობათების ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა […]
ბანკების მიმართ პრეტენზიები 64%-ით გაიზარდა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 64%-ით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს სამ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 322 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში – 1 420. ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და ინტერნეტბანკზე დაფიქსირდა. უფრო […]
რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება, მაგრამ ეს უნდა გახდეს ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების ბიძგი – ზვიად ციკოლია

„რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ეს უნდა გახდეს ბიძგი ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების“, – ამის შესახებ დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში წერს. ის ამბობს, რომ თავად არაერთხელ შეშლია ხელი პროფესიულ საქმიანობაში ვიზასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ახალმა თაობამ კი ეს შეზღუდვები არ იცის. „ეს ქვეყანა მართლა „მიჯაჭვული ამირანია”, მუდამ გათავისუფლების […]
ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებით, შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს და განიხილოს მისი რეკომენდაციები. „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო […]
ყირგიზეთში სატვირთო მანქანამ სკოლის 29 მოსწავლე გაიტანა

ყირგიზეთში, სოფელ ჟერგე-ტალთან, სასკოლო ღონისძიების მსვლელობისას სატვირთო მანქანა დაგორდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო 29 სკოლის მოსწავლემ. მათი ასაკი 11-დან 16 წლამდე მერყეობს. შემთხვევის დროს მოსწავლეთა უმრავლესობა დაგორებული მანქანისკენ ზურგით იჯდა. სატვირთო მანქანით ღონისძიებაზე ნაყინი მოიტანეს. დაგორების მომენტში მანქანაში არ იჯდა მძღოლი, გამოძიების ვერსიით ავტომობილი ნეიტრალურ სიჩქარეში იყო და გორაკიდან თავისით დაგორდა. დაშავებულთა შორის 3 […]
კოოპმანი: სიტუაცია საქართველოში უაღრესად ამაღელვებელია

ორი დღე გავატარეთ მთავრობასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან საუბარში. უნდა ვთქვა, რომ ის სიტუაცია, რაც დამხვდა ჩამოსვლისას არის უაღრესად ამაღელვებელი. თბილისის ქუჩებში ადგილი აქვს ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ჩვენმა პრეზიდენტმა ეს ძალიან გარკევით აღნიშნა. ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება [უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის] კანონმდებლობასთან დაკავშირბით. კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს […]