“სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს ეს კანონი” – აშშ–ის ელჩი

მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა […]

კოოპმანი: კანონი არსებული რედაქციით შექმნის სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირის გზაზე

თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ძალადობა, რომელიც თბილისში იხილა. მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მხარდაჭერილი „აგენტების კანონის“ შესახებ. „შემაშფოთებელი ცვლილებებია კანონმდებლობაში, მეორე მოსმენით მიღებული გამჭვირვალობის კანონი, მისი არსებული რედაქციით, შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. […]

მომსახურების სააგენტო მიმართავს მოქალაქეებს, ვისაც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება „უქმე დღეებში” უწევდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. „გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდი გამოცხადებულია უქმე დღედ. 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 3 მაისიდან 10 […]

პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს. თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო […]

აქციაზე დაკავებული კაცი იპოვეს, ის კლინიკაში ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს – ოჯახი – Netgazeti • რუსული კანონი • შსს • Netgazeti.ge

გელა ნადირაძე, რომელსაც 30 აპრილის შემდეგ ეძებენ, ოჯახის წევრების ცნობით უკვე იპოვეს. მისი ბიძაშვილი, სალომე ნადირაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ რამდენიმე საათის წინ ოჯახს წმინდა მიქაელის ჰოსპიტლიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გელა ნადირაძე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან პოლიციამ წაიყვანა. სალომე ნადირაძის ინფორმაციით, კაცი კლინიკაში 1 მაისს ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გელა ნადირაძის […]

ცქიტიშვილი: პოლიცია აგრძელებს ძველ პრაქტიკას – უარყოფს რეზინის ტყვიების გამოყენებას

პოლიცია, სამწუხაროდ, აგრძელებს თავის ძველს პრაქტიკას, როდესაც უარყოფს ამა თუ იმ სპეციალური საშუალების, ამ შემთხვევაში რეზინის ტყვიების გამოყენებას. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს თვალები დასთხარეს რეზინის ტყვიებით და იმ შემთხვევებშიც იყო გამოყენებული ისეთი ტყვიები რომელიც არც უნდა ყოფილიყო პოლიციის არსენალში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები უნდა ვიყოთ კოორდინირებული ამ მოქმედებებში და ვართ კიდეც. ერთობლივი ძალებით […]

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და ელევანდის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ელევანდს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობის საფუძველი განვითარების მხარდასაჭერად, რამაც ხელი უნდა […]

თომას ჰაკერი – „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის

დღევანდელი „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის და ევროპული მომავლის შესახებ მათი სურვილისთვის , – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტისა და კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. „მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა ხალხის დაკარგვის და ლეგიტიმაციის დაკნინების ნიშანია. […]

ნათია თურნავა – საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია

საქართველოში საფინანსო სექტორი არის მდგრადი და შოკებთან მედეგი, რაც 2023 წლის შედეგებმა დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. „ჩვენი ბანკები იმდენად ძლიერები არიან, რომ გადიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, თიბისი ბანკი წარმოდგენილია უზბეკეთში ციფრული მიმართულებით. საქართველოს […]

შერმადინის 14 ქულა და “ტენერიფეს” რევანში “უნიკახასთან”

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებისთვის გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “უნიკახას” რევანში ესპანეთის ჩემპიონატში აუღო. ისე დაემთხვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ გუნდების შეხვედრიდან 3 დღეში “ტენერიფე” და “უნიკახა” ერთმანეთს ესპანეთის 31-ე ტურში შეხვდნენ. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომელიც მასპინძელი ტენერიფელების ერთქულიანი გამარჯვებით – 87:86 დასრულდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:47 წუთში 14 ქულა, 7 […]