საქართველო დგამს შთამბეჭდავ ნაბიჯებს მომავლისკენ – ADB-ის პრეზიდენტი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა აცხადებს, რომ საქართველო შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამს მომავლისკენ. ასაკავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის ცერემონიის გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში. „საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას. ყველა მოუთმენლად ველით, რომ ძალიან წარმატებული იქნება. საქართველო თავისი ტრადიციული და თანამედროვე, გამორჩეული ბრენდით, არის ძალიან […]

ლანჩხუთის მერმა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილესთან ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

კოუპმანი: გამჭვირვალობის კანონი ამ ფორმით მიუღებელია, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხში მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოუპმანმა საქართველოში ვიზიტისას ქვეყანაში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული კანონი ახლა არსებული ფორმით მიუღებელია და “ქმნის სერიოზულ წინააღმდეგობას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.” “ორი დღეა ხელისუფლებას ვესაუბრებით – პრეზიდენტს, პრემიერს და ასევე ოპოზიციას. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია, რომელიც დამხვდა არის შემაშფოთებელი. არის ძალადობა […]

მიხეილ ბოცვაძე – „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ უსამართლოდ დაჯარიმდა მარეგულირებელი კომისიის მიერ

სამწუხაროდ, კვლავ უმაღლესი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგში“ შემავალ ქსელურ კომპანიას. გადაწყვეტილებას ცალსახად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ, – აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე. მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება დადგენილი წესით და „სრულიად დარწმუნებულნი ვართ რომ ობიექტური განხილვის შედეგად, აუცილებლად გაუქმდება“. ,,ზოგადად, ჩვენთვის უკვე მეტად შემაშფოთებელი და […]

ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აზრი არ შეუცვლია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აზრი არ შეუცვლია. „როგორც უკვე აღვნიშნე, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არაფერს გამორიცხავს. ჩვენ საკმარისად გამბედავები არ ვიყავით და ჩვენი პასუხის საზღვრები იმ ადამიანის მიმართ განვსაზღვრეთ, ვისაც წითელი ხაზები არ აქვს და აგრესორია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა The Economist-თან ინტერვიუში. ემანუელ მაკრონმა […]

დანიგანი თბილისს მოუწოდებს, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ

რობინ დანიგანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა. ეხმაურება რა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის დაწინაურებას საქართველოს პარლამენტში, დანიგანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. ერთი დღით ადრე, პირველ მაისს, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი შეცვლილი სახელით „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ მეორე მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე […]

სულხან ჩიხლაძის 5 ტურნირი ევროპაში

საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სულხან ჩიხლაძე, მაის-ივლისში მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ხუთ 7-კაცა ტურნირზეა მიწვეული. 18-19 მაისს ის საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად გერმანიაში, მიუნხენში ჩავა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის დასკვნით, მესამე ეტაპზე იმსაჯებს. 31 მაისს – 2 ივნისს ჩიხლაძე ამსტერდამის მასშტაბურ, კერძო ტურნირზეა მიწვეული, რასაც 7-9 ივნისს ხორვატიაში და 28-30 ივნისს გერმანიაში რაგბი […]

ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორების და რეფორმატორების“ ჯგუფი – ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორების და რეფორმატორების” (ECR) პოლიტიკური ჯგუფი ავრცელებს. “ECR საქართველოს ხალხისადმი თავის მხარდაჭერას გამოხატავს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მათ გზაზე. მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის ნებისმიერ მცდელობებს. ასევე ღრმა შეშფოთებები გვაქვს მთავრობის ქმედებებზე და […]

ქუთაისი „ქუთაისქალაქობას“ აღნიშნავს

2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღე ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, სადღესასწაულო წირვაზე ბაგრატის ტაძარში შეკრებილ ადამიანებს „ქუთაისობა“ მიულოცა. ქალაქის დალოცვის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ჩოხოსნები. მათივე ცნობით, „ქუთაისქალაქობის“ აღნიშვნა „სამი ოთარის“ ძეგლთან გაგრძელდა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ კონსორციუმების ფარგლებში წარდგენილი შემდეგი პროექტები: 1. „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების […]