შალვა პაპუაშვილი – 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა ძალადობრივი აქციები „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება კი დაგმო

19 აპრილის შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პუნქტი, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შეიქმნა, გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი […]
სუს: აქციები უცხოეთიდან ფინანსდება, მიზნად ძალადობრივი სცენარის განვითარებას ისახავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ დემონსტრაციები უცხოეთიდან ფინანსდება და მათი მთავარი მიზანი “დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა”. უწყება ასევე ირწმუნება, რომ ამ “დანაშაულებრივი ქმედებების” მონაწილეები უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედროებიც არიან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, თბილისში ჩამოვლენ და “აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პოლიციის წინააღმდეგ ძალადობაში. უწყება […]
სიტუაცია თუ არ დარეგულირდა გრძელვადიანი პრობლემები იქნება – რა გამოსავლის გზებზე საუბრობს მწარმოებელთა ფედერაცია

რა გავლენას მოახდენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ეკონომიკაზე. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში – საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი თქმით, მწარმოებელთა ფედერაცია ითხოვს, რომ კანონპროექტის მიღება დაპაუზდეს, ამასთან მათ შესაძლებლად მიაჩნიათ, რომ გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით, მიღებული იქნას არა ერთი კონკრეტული კანონი, არამედ ეს საკითხები დაემატოს უკვე არსებულ საგადასახადო კანონებს. ლევან სილაგავა […]
სუს-ი – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას – დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, “რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით”. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა – მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის […]
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. საქართველოს […]
უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზიანდა 3 ელექტროსადგური, არიან დაჭრილები

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებულია სულ მცირე სამი თბოელექტროსადგური. სამივეს მფლობელი კერძო ენერგოკომპანია DTEK-ია. კომპანიის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკოსები სერიოზულად დაზიანებული დანადგარების აღსადგენად მუშაობენ. DTEK-ის თანახმად, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კომპანიის ენერგეტიკულ ობიექტებზე ხუთი მასირებული შეტევა იყო. უკრაინის კიროვოგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტი და 13 სახლი. დაშავდა […]
“რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს და შეზღუდავს გამოხატვის უფლებას” – TRC

საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი ერთადერთი საწარმოს TRC-ის თანადამფუძნებელი დირექტორი, ზურა ბაზღაძე bm.ge-სთან “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. ბაზღაძის თქმით, ქვეყანაში ბიზნესის და კონკრეტულად მწვანე მიმართულების განვითარებისთვის ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებაა აუცილებელი და ე.წ. ჩვენი გზით, ამ გზაზე წინ ვერ წავალთ.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III […]
რუმინეთის პრეზიდენტი – მზად ვარ, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნის საკითხი განვიხილო

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო გაგზავნის საკითხი განიხილოს. მედიის ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, იოჰანისმა განაცხადა, ბოლო კვირებში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდება. ”პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ახსენა ჩვენს შეხვედრაზე და მე ვთქვი, რომ მზად ვარ დისკუსიისთვის. ეს საკითხი თავდაცვის უმაღლეს […]