ამერიკელი მაღალჩინოსანი – აშშ-მა ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა და ეს გადაწყვეტილება ქალაქ რაფაჰში ისრაელის შეჭრის გეგმასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღო, – ამის შესახებ ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-სა და ორ სხვა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა. „დავიწყეთ ისრაელში კონკრეტული იარაღის შეთავაზებული გადაცემის გულდასმით განხილვა, რომელიც შეიძლება რაფაჰში გამოეყენებიათ. ამ განხილვის შედეგად, შევაჩერეთ იარაღის ერთი პარტია […]
აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ჰაკერს და მის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 26-პუნქტიანი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ვორონეჟელ ხოროშევს თაღლითობისა და გამოძალვისთვის ბრალი 7 მაისს წაუყენა ნიუ-ჯერსის საოლქო სასამართლომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ხოროშევის დაკავებას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა, […]
რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

რუსეთმა რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 8 მაისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებს პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. სამინისტროს თანახმად, ზარალის აღწერასთან ერთად […]
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო – ექვს ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა მოხდა

რუსული ძალები წუხელ უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტებს ექვს ოლქში დაესხნენ თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. შედეგები ზუსტდება. სპეციალისტები უკვე მუშაობენ თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად. „ელექტროენერგიის ეკონომიური გამოყენება თითოეული ჩვენგანის წვლილია გამარჯვებაში. პასუხისმგებლობიანი მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის და […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – რაფაჰიდან ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰიდან სამხრეთ ისრაელის კერემ შალომის გამშვები პუნქტისა და რეიმის ტერიტორიების მიმართულებით რაკეტები ისროლეს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კერემ შალომის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს. „რაკეტები, რომლებიც კერემ შალომის გამშვები პუნქტის ტერიტორიისკენ გაისროლეს, ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ღაზის სექტორში. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ოპერაციას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების აუცილებელი პირობები კერემ შალომის ხელახლა […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების ახალი ვიზიტების მომზადებას და უსაფრთხოების შეთანხმებებს. „ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში : ჩვენი პარტნიორების ახალი ვიზიტები უკრაინაში, ახალი უსაფრთხოების შეთანხმებები ჩვენი სახელმწიფოსა და ზოგადად ევროპაში ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფაქტობრივი დაწყების მომზადებას ივნისისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, […]
კვარაცხელიამ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა

“ნაპოლის” საიტის ცნობით, გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, ჯაკომო რასპადორიმ და პიოტრ ზილენსკიმ კი სატრენაჟორო დარბაზში. კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო 6 მაისს “უდინეზესთან” თამაში ვერ შეძლო, მაგრამ დიდი ალბათობით თავის გუნდს 11 მაისს “ბოლონიასთან” საშინაო მატჩში დაეხმარება. ხვიჩამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: “დორტმუნდი” ოთხჯერ ძელმა იხსნა და პარიზშიც გაიმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ გასვლაზე პსჟ 1:0 დაამარცხა და 11 წლის შემდეგ ფინალში გავიდა. სახლში 1:0 მოგების შემდეგ „ბორუსია“ დაცვაში არ ჩადგა, შეხვედრა ლამაზი სანახავი იყო, სწრაფ ტემპში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მბაპეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ჰუმელსმა დაბლოკა, საპასუხო იერიშისას კი ადეიმის გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება. […]
გვარამია: სუს-ის სულელურ ფაბრიკაციებზე კომენტარს არ გავაკეთებთ

სამთავრობო მედიები აქვეყნებენ ჩანაწერებს, რომლებშიც, მათი მტკიცებით, ნიკა გვარამიას, აკაკი მინაშვილისა და ნიკა ფარულავას საუბარი ისმის. მალევე, სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სუსის ფაბრიკაციებზე” კომენტარს მისი გუნდი არ გააკეთებს. “იმედია, ვინმეს სერიოზული მოლოდინი არ აქვს, რომ სუსის ამ სულელურ აუდიო ფაბრიკაციებზე კომენტარს გავაკეთებთ […]
იტალია ლორის ინდუსტრიის დასაცავად გარეული ტახების წინააღმდეგ ჯარისკაცებს გამოყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, იტალია ქვეყნის მასშტაბით გარეულ ტახებზე სანადიროდ ჯარისკაცებს გამოყოფს, რათა ქვეყნის €8.2 მილიარდის ღირებულების პროშუტოსა და სოსისის ინდუსტრია “აფრიკული ღორის ჭირისგან” დაიცვას. გეგმის მიხედვით, 177 ჯარისკაცი ერთი წლის ვადით იტალიის სხვადასხვა ნაწილში გაიგზავნება. ეს ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯორჯია მელონის 5-წლიანი კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში გარეული ტახის რაოდენობა 80%-ით უნდა შემცირდეს, რათა იტალიამ […]