მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა, რომელიც თბილისში გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის […]
უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. „2024 წლის 8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მტერმა 76 საჰაერო თავდასხმის იარაღი – 55 რაკეტა და 21 დრონი გამოიყენა“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ არხზე. ნიკოლაი […]
გერმანიაში თავს დაესხნენ კიდევ ორ პოლიტიკოსს

გერმანიის პოლიციამ და პროკურატურამ დაიწყეს პოლიტიკოსებზე თავდასხმის კიდევ ორი ფაქტის გამოძიება. გერმანული მაუწყებლის DW-ს ინფორმაციით, 7 მაისს, ბერლინის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მყოფ სოციალ-დემოკრატ ფრანცისკა გიფაის, რომელსაც ეკონომიკის საკითხებში სენატორის სტატუსიც აქვს, მამაკაცმა თავში ჩაარტყა მძიმე საგნიანი ჩანთა. 46 წლის პოლიტიკოსი თავის და კისრის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა ბერლინის […]
სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ,,სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური […]
Georgian Wings-მა თბილისი-პრაღის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა, თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა. Georgian Wings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს. საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა, ელჩმა […]
სუს: უცხოეთის ინსტრუქტორების დავალებით აქციებზე პროვოკაციებს და არეულობას გეგმავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, “პირთა გარკვეული ჯგუფები” ცდილობენ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს “მოაწყონ პროვოკაციები”. სუს-ი ირწმუნება, რომ მიზანი “დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა” და “უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ” იმართება. “უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, […]
უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობის საცავზე იერიში, სავარაუდოდ, ATACMS-ით მიიტანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ლუგანსკის ცენტრში მდებარე ნავთობის საცავზე. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, ნავთობის ობიექტს რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. ინფორმაცია ოკუპირებული ლუგანსკის რუსეთის მიერ დანიშნულმა მმართველებმა გაავრცელეს. შესაბამისი ფოტო-ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც. ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ დაშავდა საცავის 5 თანამშრომელი. სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა ფოტო, რომელშიც ამერიკული ATACMS-ის რაკეტის ნაწილი ჩანს. გასულ […]
რამდენად იყიდით დოლარსა და ევროს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.
როდის გამოიდარებს საქართველოში – სინოპტიკოსის უახლესი პროგნოზი

13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. „ხვალ და ზეგ თბილისში კარგი ამინდია, შემდეგ ისევ იცვლება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 მაისს უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, – აცხადებს სინოპტიკოსი. მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია […]
სუსი: გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარის განვითარებას
პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება […]