ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციისთვის 13 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი „ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ მოიგო

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 13 660 231 ლარი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ჭიათურაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობა (1949 წ.) რთულ რელიეფზე მდებარეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მთის მასივია, სადაც არის კარსტული წყარო. ბოლო წლების განმავლობაში […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე, ასე რომ, მასთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი, “ქართული ოცნების” საპატიო […]
ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ცოლის მკვლელობისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ასტანას სასამართლომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს, მეუღლის – სალტანატ ნუკენოვას წამებისა და მკვლელობისთვის, თავისუფლების 24 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნო წამებისა და უკიდურესი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით. ის სასჯელს მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. ყოფილი მინისტრი 2023 წლის 9 ნოემბერს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის მეუღლეს ფიზიკურად „გასტროცენტრში“ მდებარე რესტორანში გაუსწორდა. 11 […]
რატი იონათამიშვილი – ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, რითაც ინციდენტი იწყება – აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ აყენებს შეურაცხყოფას ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას. იონათამიშვილის თქმით, „აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაცია შედგა, მაგრამ საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე“. „აკერმანის კლასიკა“. ამ ვიდეოზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რითაც ინციდენტი […]
ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას – კონსერვატორიის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები ეთიშებიან სასწავლო პროცესს და უერთდებიან გაფიცვას რუსული კანონის წინააღმდეგ. კონსერვატორიის სტუდენტების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. “ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური […]
ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის ინფორმაციით, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. მისი თქმით, ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან. “ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო […]
ერევნის საპროტესტო აქციებზე დააკავეს 150-ზე მეტი ადამიანი

13 მაისს პოლიციამ დააკავა ერევნის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის 151 მონაწილე. მათ სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ბრალდება ადმინისტრაციული მუხლით წარედგინებათ. ამ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო news.am ავრცელებს. საპროტესტო აქციების მონაწილეები ცდილობდნენ ქალაქის ქუჩების დაბლოკვას და სკანდირებდნენ ლოზუნგებს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ პოლიციელები დემონსტრანტების დაკავებისას ძალას იყენებდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. […]
ისრაელი რაფაჰის სიღრმეში შედის

12 მაისს გაძლიერდა პალესტინელების გადინების პროცესი ღაზაში მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან, სამხრეთის ქალაქ რაფაჰიდან, რომლის სიღრმეშიც ისრაელის ძალები შედიან. პარალელურად, ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიშები ღაზის ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთზე, სადაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მებრძოლების ნაწილი გადაჯგუფდა არეალებში, რომლებსაც ისრაელი თვეების წინ აცხადებდა ჰამასის ძალებისგან გათავისუფლებულად. რაფაჰს თავს აფარებდა მილიონზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან […]
ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაძვირდა

Galt&Taggart-ის 6–10 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, გაძვირდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და – 0.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.40 – 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 […]
ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად […]