სტარტაპერები კანონპროექტთან დაკავშირებით მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. სტარტაპერები დეპუტატს მიმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, დოკუმენტთან დაკავშირებული გამოწვევები და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. სტარტაპერების ამ მოწოდებას ეკოსისტემის დიდი ნაწილი უერთდება, მათ შორის ის პირები, რომელთაც ათი დღის წინ გავრცელებულ განცხადებას ღიად დაუჭირეს მხარი. „პარლამენტარი მარიამ ლაშხი […]

„მინდა მოსწავლეებისთვის ვიყო შიშის დაძლევის მაგალითი“ — მასწავლებელი ანტირუსული აქციიდან

თბილისის 31-ე საჯარო სკოლის იტალიური ენის მასწავლებელი ნანა ზარდიაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ბოლო დღეებში მან, ისევე, როგორც რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტიურ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა, ბოლო დღეებში არაერთი მუქარა მიიღო ტელეფონით. მას ურეკავდნენ უცხო ნომრიდან გინებით, მუქარით და „რჩევებით“, როგორ უნდა „იფრთხილოს სადარბაზოში შესვლისას.“ ნანა ზარდიაშვილის თქმით, ის გამოხატავს პროტესტს, რათა მოსწავლეებისთვის იყოს გამბედაობისა და შიშის […]

ივლიანე ხაინდრავამ შერიგების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

„აგენტების კანონის“ ხელახალი ინიციირების გამო თანამდებობა დატოვა ივლიანე ხაინდრავამ. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი. „დღეს დავწერე განცხადება… დავტოვე თანამდებობა იმის გამო, რომ არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვგულისხმობ კანონპროექტს და ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა მის მეორედ შემოტანას,“ – ამბობს ივლიანე ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან […]

ლევან ხაბეიშვილი – გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში – ამას ოკუპანტი რუსი არ აკეთებს და ქართველი ქართველს წაქცეულზე ოცამდე ადამიანი უსწორდება

წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილი. ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე ოცამდე ადამიანი უსწორდება. გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებრივ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6804 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6804 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8837 ლარს შეადგენდა. […]

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განცხადებას ავრცელებს. „2024 წლის 13 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის „ელექტრომაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალკომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“. გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს […]

ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკოსმა დავით ბრაგვაძემ გაავრცელა. მისივე ცნობით, ხაინდრავა ხელისუფლების მიერ რუსეთისკენ აღებულ კურსს არ ეთანხმება და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას. „ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და […]

„ქვეყნის არევაც მაგიტომ სურთო!“ – დიტო სამხარაძე

„ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე: „ბოლო დღეებია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიწევს ყოფნა და საუბარიც ბევრთან მქონდა! გაგანდობთ ხალხი რას ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში მე ვინც შემხვდა, ასე აფიქსირებს! პირველი, ქართული კანონის გატანა მხოლოდ ლომჯარია-გიგაურის ფულის წარმომავლობის და ხარჯვის გასაგებად არ უნდათ, თვლიან, რომ ღირსების საკითხია და თუ ბოლომდე დადგებით და კანონს მიიღებთ, ხალხი დაწყნარდება, ე.ი. სხვა რაღაცეებსაც, […]

ომბუდსმენი: უმოკლეს ვადებში გამოიკვეთოს სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობა

სახალხო დამცველი ოპოზიციური წარმომადგენლებზე, მედია საშუალებებსა და აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს. როგორც იოსელიანი წერს, ომბუდსმენის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შსს-ს. “კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვა სტუდენტებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ძვირფასო სტუდენტებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სტუდენტებს, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ექნებათ დამატებითი დრო მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად, მათ შორის, გაცდენილი კომპონენტებისა და შეფასებების აღსადგენად. ასევე, შესაძლებელი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ჩაბარების ვადების გახანგრძლივება. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას. ჩვენ […]