„აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად“ – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს, რაც ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებად. 13 მაისის, დილის დაახლოებით 6 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შენობის შესასვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს განცხადებით, გამოყენებული იქნებოდა „საპოლიციო ძალები“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6804 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6804 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8837 ლარს შეადგენდა. […]
„უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება“ — ირმა სოხაძე

სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეარხ „პოსტვ-ის“ წამყვანი და მომღერალი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა შეელიოს კანონპროექტს, რომლის გამოც საქართველოში ბოლო პერიოდიში მრავალათასიანი აქციები იმართება. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრას“ განუცხადა. „მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს […]
არც ერთი კანონი ასეთ დაპირისპირებად არ ღირს – ივლიანე ხაინდრავამ მრჩევლის პოსტი დატოვა

ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა – ამის შესახებ მან ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა. “[ეს ეხება] არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. […]
მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ პროტესტის უფლება – სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და ჯეროვან გამოძიებას ითხოვს. “საქართველოში ვხედავთ მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთგულებას ევროპული მომავლისა და ევროპული გზის მიმართ. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება აირეკლავს ამ სურვილს. რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, არის ძალადობა, განსაკუთრებით – […]
$7 მილიარდი – “გაზპრომის” სუფთა წაგება ბოლო ერთ წელში

პირველად, 1999 წლის შემდეგ, კრემლის მფლობელობაში მყოფი ენერგოკომპანია “გაზპრომი” სერიოზული წაგების წინაშე აღმოჩნდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ეს რუსეთის სამთავრობო კომპანიის ისტორიაში წარუმატებლობის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი იყოს. თავად რუსული კომპანიის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების მიხედვით, “გაზპრომის” სუფთა წაგებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. “გაზპრომმა” ძალზე იზარალა ევროპასთან ვაჭრობის მკვეთრი კლების გამო, რაც კრემლის […]
ბექა ბასილაია – გურამ რჩეულიშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს, გატეხილი აქვს ცხვირი, პირის აპარატი კი დაზიანებული – ეს ცალკეული პოლიციელის გადაცდომა არ არის, ეს არის სისტემური დანაშაული

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პროდიუსერ გურამ რჩეულიშვილს სამართალდამცავებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. როგორც ბასილაია „ინტერპერსნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რჩეულიშვილს სახის არეში სისხლჩაქცევები აქვს, ამასთან, გატეხილი აქვს ცხვირიც. „გურამ რჩეულიშვილი იყო მშვიდობიანი დემონსტრანტი, ის აქციაზე მშვიდობიანად იმყოფებოდა, მის ქმედებაში არანაირი სამართალდარღვევის ნიშანი არ იყო, ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
ომბუდსმენი – ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები – მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ ინფორმაციას, მათ […]
რატი იონათამიშვილი – ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჯიმ ობრაიენის მიერ სანქციების კონკრეტული პაკეტის წარდგენის საპასუხოდ, ქართული ოცნება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით პოზიციას გადახედავს. იონათამიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, […]
EU-ს 12 ქევყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონზე ბორელსა და ვარჰეის მიმართავს

ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის. წერილს რადიო თავისუფლება ავრცელებს. წერილში, რომელიც 10 მაისით არის დათარიღებული, ნათქვამია, რომ საქართველოს პროევროპული და დემოკრატიული კურსი საფრთხეშია, ვითარება უარესდება და მთავრობა ფუნდამენტურ […]