“რატომ არის ასეთი საშინელი პროცენტი 83 -იდან 83 მატყუარა?” – ალეკო შუღლაძე

პარლამენტის სხდომას მშვიდად ვერ უყურებ ადამიანი. მშვიდად კი არა, ნერვები დაგაწყდება, ისეთ სიცრუეს დაინახავ. „ოცნება“ პოლარულად ატრიალებს თავის ნამდვილ ჩანაფიქრს, აბსოლუტურად შეტრიალებულად ლაპარაკობს. მაგალითად, ისინი იღებენ კანონს, რომელსაც უწონებს რუსეთი და არ უწონებს ევროპა. მაგრამ გამოსვლისას, თავის მოღალატეობას სხვას აბრალებენ: ამბობენ, რომ ეს კანონი ევროპაში შეგვიყვანს და გარეთ ხალხი რომ დგას ისინი არიან რუსეთის მომხრეები. […]
“ახლა “იმენა” ვამაყობ რომ მავანმა ჯენზიკებმა თურმე იციან ვინ ვარ, მთებს გადავდგამ ბიჭოო” – ლუკა ბაქანიძე

წეღან არსენამდე ჩავხოხდი ყავარჯნის და მეგობრის დახმარებით და ვხედავ დროშამოხვეული ჯენზიკები სხედან ტროტუარზე და შოკოლადებს ჭამენ, ისვენებენ აქეთ ალბათ. მივედი და მეთქი ბოდიში, ხალხო, სულ მანდ ვარ და ახლა ხო ხედავთ სახე მაქვს გამძვრალი, ცოტა ხანი ვერ გიერთდებით, და ერთი ჯენზიკი მეუბნება – ვიცით, ლუკრეციო, ვიცით, მალე მორჩიო აბა. ასე ძალიან დიდი ხანია არაფერი გამხარებია. […]
„ახლა კარგად მომისმინეთ ჩემიანებოც და არაჩემიანებოც!..თქვენ მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ????“ – ლალი მოროშკინა

„ახლა კარგად მომისმინეთ ჩემიანებოც და არაჩემიანებოც!..თქვენ მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ????“ – ლალი მოროშკინა
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის – ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს – ნორვეგიის საგარეო უწყება

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის – ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს – ნორვეგიის საგარეო უწყება ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს, – ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. „ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს – მე საქართველოსთვის ლობირებას ვერ შევძლებ

სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. „როდესაც ვხედავ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობენ საკუთარი პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მათ მომავალს იპარავენ, ევროკავშირისკენ გზას აფერხებენ, რომლებიც რეალურად რუსეთს კარს უღებენ, ეს მტკივნეულია. რადგან, ჩვენ აქ […]
მამუკა ხაზარაძე – ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას, რა პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია

ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას, რა პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია – „ლელო” მზადაა დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა! – აღნიშნული განცხადება პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, „ლელო“ აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ მოუწოდებს. ხაზარაძის შეფასებით, „უცხოური […]
თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს

თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, მათ შორის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გასვლას ვერ ახერხებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნით” სარგებლობა სურთ. ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი, ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ […]
პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – არსებობს ძირის გამოთხრის მცდელობები ღირებულებებისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის

ზურაბიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც მიიღეს, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, კანონი წარდგენილი არ იქნება საქართველოს სისტემაში. ამის შესახებ პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბოგდან კლიჰმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, პარადოქსულ სხვაობას, შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ გზას. “ერთი მხრივ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მეორე მხრივ – […]
პაატა დავითაია – ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღება დარტყმას აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, აზიანებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან, ხელს შეუწყობს რუსეთის გავლენების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. პაატა დავითაიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, რადგან ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება […]
იგორ ნარმანია – ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში

ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში. შევეჩვიეთ დარბევასაც, ჩვენს მოკვლაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვაზე მეტად არაფრის არ გვეშინია , – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა. იგორ ნარმანიას განცხადებით, ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში, სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ. „პირველ რიგში მე მივმართავ […]