ჟიგიმანტას პავილიონისი – საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერ დაბლოკილია

საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი , – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონის “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
პავილიონისი სეიმში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“შთამაგონებელი შეხვედრა [მქონდა] სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან – სრული მხარდაჭერა [გამოვუცხადეთ] სომხეთის ევროპულ გზას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონთან შეხვედრაზე. იმავე დღეს სეიმში მთელი გულით მივესალმეთ ლიბერალურ ოპოზიციას საქართველოდან, რომლის ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”, – წერს პავილიონისი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ