პოლიციამ მოქალაქეებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შესვლის საშუალება მისცა

პოლიციამ მოქალაქეებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შესვლის უფლება მისცა. მანამდე კი, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებდნენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველი გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავდნენ, რომ სადგური შეუფერხებლად მუშაობდა. ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, […]
ხაზარაძის ინიციატივა: ერთიანი ძალებით შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ლელო აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს ურთიერთთავდაუსხმელობისკენ. ხაზარაძის თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, […]
კავკასიის უნივერსიტეტს ნინო მითაიშვილიც ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ნინო მითაიშვილი ტოვებს. “სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სოსო ბერიკაშვილი მიმართ უსამართლო ქმედება. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა სტუდენტების მიმართ, ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს”, – წერს მითაიშვილი. დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს. მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ […]
რობერტა მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი!

ევროკომისიის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ თბილისში, ქუჩებში გამოსულ ხალხს, რომლებიც ე.წ უცხოეთის აგენტის” კანონის პარლამენტში მიღებას აპროტესტებს სპეციალური განცხადება მიუძღვნა X ქსელში. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას,”- თქვა მან და დასძინა, რომ ქართველებს სურთ ევროპული მომავალი და რომ ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. მეცოლას […]
კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას

კავკასიის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭო განცხადებით გამოეხმაურა უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი წერს, რომ აკადემიური სივრცე პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს. “კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების […]
WHO: ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის მცდარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სრული ნდობა გამოხატა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. 14 მაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია უახლოვდება დანაკარგების მასშტაბის დადასტურებას. მანამდე ისრაელმა ეჭვქვეშ დააყენა დაღუპულთა რიცხვების ცვლა. გასულ კვირაში ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) განაახლა დაღუპულთა საერთო რაოდენობის მაჩვენებლები, […]
„საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველად მონაწილეობს ევროპის კავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში“

„საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველად მონაწილეობს ევროპის კავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში“ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბრიუსელში, მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭოს (ECOFIN) შეხვედრაში. შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან ერთად ესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მნიშვნელოვანია, […]
“ქუთაისი” საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-წლამდელთა ჩემპიონატი ქუთაისელთა ტრიუმფით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩში 92:72 (სტატისტიკა) დაამარცხა კლუბი “ოვერტაიმი” და ჩემპიონი გახდა. სერია 2 მოგებამდე იყო, “ქუთაისმა” კი, წინა სერიების მსგავსად, ფინალიც მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო. შედეგად, ქუთაისელებმა წაუგებლად, 20 გამარჯვებით დაასრულეს ჩემპიონატი. რეგულარულ ჩემპიონატში იმერულმა კლუბმა 14-დან 14 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი […]
პოლიციამ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დაკეტა

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ამასთან, ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც. როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მოქალაქეს უთხრა, “მეტრო დროებით დაკეტილია”. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით […]
„ჩემდა სამწუხაროდ მე ვიცნობ ბატონ ხარებას…ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ მიმართავს: „ჩემდა სამწუხაროდ მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ ნაცების დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ ამიტომ, მას პირადად მივმართავ. სპეცრაზმელები, რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს ნიღბებიდან შე ბოზოს ეძახიან, თმით ათრევენ, დედებს გვაგიგენებენ, სახეში დამიზნებით სპრეის გვასხამენ, შენი ბრძანებაა შე არასწორო კაცო. რამდენი ხანიც არ […]