ომბუდსმენი მიუთითებს „ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების კანონმდებლობის დარღვევის“ შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. მან შეაფასა პოლიციის მიერ აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება და მიუთითა დემონსტრანტების ნაწილის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე. „სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის […]

თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს

თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, მათ შორის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გასვლას ვერ ახერხებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნით” სარგებლობა სურთ, ვინაიდან ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც. როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განუცხადა, “მეტრო დროებით დაკეტილია”. თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “თბილისის […]

მაიკლ როთი – ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებული ვართ, პარლამენტის მიერ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით

პარლამენტმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო, ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მის გრძელ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ, ერთიანი ვართ ერთგულებაში თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ჩვენ განვსხვავდებით, […]

გიორგი ვაშაძე – ამერიკული მხარე ქართველ ხალხთან ურთიერთობებს არასოდეს არ გადახედავს, გადახედავენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობებს

ამერიკული მხარე ქართველ ხალხთან ურთიერთობებს არასოდეს არ გადახედავს, გადახედავენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული მხარე ყველა საკითხს განიხილავს, მათ შორის, სანქციებს, თუმცა ამაზე განცხადებას თავად გააკეთებენ. „მე როდესაც […]

ხატია დეკანოიძე – ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან – ის აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას

ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას; რომელმაც დათმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის სასარგებლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. დეკანოიძის თქმით, 84-ვე დეპუტატს, რომელმაც დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, „უნდა ესმოდეს, ქვეყნის [წინაშე] რა მძიმე […]

ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი – პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სებასტიან ტინკინენმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა კანონში ცვლილებები, თუმცა ის ვერ შეცვლის კანონის აზრს. “დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას […]

სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ არ აინტერესებს ევროპული მომავალი

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, — აცხადებს რიში. Today, by […]

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს „აგენტების კანონის“ მიღების გამო

საქართველოს პარლამენტში ე.წ „აგენტების კანონის“ მიღებას განცხადებით გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში. ის წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. „კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური […]

რუსეთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი, რომელიც დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. იური კუზნეცოვის საკუთრებაში პოლიციამ მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები აღმოაჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ გამომძიებლებმა 14 მაისს გაავრცელეს. ეს რუსეთის მთავრობაში კორუფციის დიდ მასშტაბზე მიანიშნებს და ბოლო წლების ყველაზე დიდი სკანდალია. ინფორმაციის გავრცელებას სულ ორი დღით უძღოდა წინ პრეზიდენტ ვლადიმირ […]

შსს აქციის მონაწილეებს მორიგი განცხადებით აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მორიგი განცხადებით ავრცელებს. უწყება წერს რომ პოლიციამ „კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა“. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის […]