რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე ძალადობა წამებას უტოლდება – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები აპრილი-მაისის პერიოდში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ და დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ცნობით, 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული 189 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება. ასევე არასამთავრობოებს მიმართ 30-მდე მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომლებსაც აჯარიმებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო. პარალელურად, მათი ინფორმაციით, 7 პირის მიმართ […]

ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. განცხადებაში სებ აღნიშნავს, რომ მოცემული გადაწყვეტილება “ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით” მიიღეს, რამაც ლარზე ჭარბი მოთხოვნა გამოიწვია და რის გამოც, “ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.” ეროვნული ბანკი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოკლევადიანია […]

„იუნისტრიმი“ საქართველოში ოპერირების განახლების შესახებ აცხადებს – ქართული ბანკები ინფორმაციას უარყოფენ

რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას. თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამ სისტემით განაღდებები არ ხორციელდება. იგივეს ამბობენ საქართველოს ბანკშიც – […]

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან ავლაბრის მოედნამდე გზა ჩაიკეტება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ […]

ილია დარჩიაშვილი – მიუღებელი და გაუგონარია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. „ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. ჩვენ, დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც […]

პაატა მანჯგალაძე – მმართველ „ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები?

პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება? – ამ კითხვით “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მმართველ გუნდს მიმართავს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბოლო დღეებია სამართალდამცველები პოლიტიკურ ლიდერებს, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალოდ სცემენ, რასთან დაკავშირებითაც საქმეები გამოძიებული არ არის და არც ერთი მოძალადე არ დაუკავებიათ. “მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის […]

ლაზარე გრიგორიადისი – სრულიად მოულოდნელად დამაკავეს, შემითრიეს – მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გიგორიადისი 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გრიგორიადისმა განაცხადა, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. “სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ დამაკავეს. გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, უნდილაანი, მღვიმე და მიმდებარე სოფლებში; […]

გიგა ბოკერია – ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენ გასაკეთებელზე ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ პარტნიორები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის ნებას

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენ გასაკეთებელზე ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ პარტნიორები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დასავლელი პარტნიორებისგან შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი, იმის დემონსტრირებით, რომ ხალხის ნება ურყევია. „ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება დიდი ალბათობით მოხდება, […]

პარლამენტის თავმჯდომარე ინტერრელიგიურ სათათბიროს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის ფორმატში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და ინტერელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და […]