ლევან ხაბეიშვილი – „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს – ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს ხელფასები, პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება და თუ გასცემს, ამას ექნება ქაღალდის ფასი

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს – ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი , – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ლარის კურსის გაუფასურება. „ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან […]

ლევან ხაბეიშვილი – მოსალოდნელია ეკონომიკური კოლაფსი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს ივანიშვილის ხელისუფლება არაფრად აგდებს

ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს ივანიშვილის ხელისუფლება არაფრად აგდებს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივად, ე.წ. რუსული კანონის შედეგი ამოქმედებულია რეპრესიების სახით, ადამიანების ცემით, დაკავებით, შანტაჟით, მუქარითა და დევნით. „უნდა გვესმოდეს, რომ დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება, ევროკავშირზე „რუსული კანონით” უარის თქმა, საქართველოს და საქართველოს […]

ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს თავს არიდებს

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს თავს არიდებს. „ჩვენ ვნახეთ, რომ ისრაელი თავის პასუხისმგებლობას გაურბის და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობას თავს არიდებს. ის, ვინც ფიქრობს, რომ სამხედრო გადაწყვეტილებების საშუალებით ინტერესების დაცვა ან უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია, ცდება“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ. სისიმ აღნიშნა, რომ ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს […]

ვაშაძე: რუსული კანონით ოცნება ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულ ბანკს, მხოლოდ ერთ დღეში, 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია, ინვესტორები უარს ამბობენ ინვესტიციებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშაა და როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, უქმდება ჯავშნები საქართველოში. სწორედ ეს მოიტანა რუსული კანონის მიღებამ პირველივე დღეებში. რუსული კანონით ქართული ოცნება უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ცალმხრივად წყვეტს […]

19 მაისს, ლისაბონში “რუსულ კანონს” გააპროტესტებენ

პორტუგალიაში, ლისაბონში 19 მაისს 16:00 საათზე, “რუსული კანონის ” წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება. “არა რუსულ კანონს!! დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გზის გასაყარზე. ქართველი ერის ურყევი, ევროპული არჩევანი საფრთხის წინაშე დააყენა ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ, უკვე მეორედ, რუსული კანონის ინიცირებით. მოგიწოდებთ საქართველოს დიასპორას, ყველა საქართველოს გულშემატკივარს, […]

Qantas-ი მომხმარებლების მოტყუებისთვის $66 მილიონის ჯარიმას გადაიხდის

ავსტრალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Qantas მომხმარებელთა მოტყუებისთვის „ფიქტიურ ფრენებზე“ ბილეთების გაყიდვისთვის და ფრენების დროული შეტყობინების გარეშე გაუქმებისთვის ჯარიმის სახით 66 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიაზე (ACCC) დაყრდნობით ვრცელდება. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიამ აღიარა დანაშაული და დათანხმდა 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის (66 მილიონ დოლარზე მეტი) ჯარიმის […]

ილია დარჩიაშვილი – მიუღებელი და გაუგონარია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. „ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. ჩვენ, დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც […]

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის […]

რუსეთის თავდაცვის არხის ჟურნალისტს პოსტერზე გამოსახული ტიციან ტაბიძე ბანდერა ეგონა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო პროპაგანდისტული არხი ზვეზდას ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ პარლამენტის შენობასთან გამოკრულ პოსტერებზე უკრაინელი ნაციონალისტი, სტეპან ბანდერა იყო გამოსახული. სინამდვილეში, მას ბანდერა ცისფერყანწელი პოეტი, ტიციან ტაბიძე ეგონა. ტიციან ტაბიძის პოსტერებს საპროტესტო აქციაზე პარტია ევროპული საქართველო არიგებდა. “კედლები აჭრელებულია ლოზუნგებით, მიკრულია სტეპან ბანდერას ფოტოები.” – ამბობდა 14 მაისის რეპორტაჟში პროპაგანდისტი კატერინა რადომსკაია. მისი […]

ლარი ისევ გაუფასურდა – სებ-ის ახალი კურსი

16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7323 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. გირვანქა სტერლინგის ფასი 3.4972 ლარი გახდა, დღეს მოქმედი კურსით კი ის 3.4460 ლარი ღირდა. შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის გაუფასურების შესარბილებლად […]