17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის […]
ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას. ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიაში შესვლაზე […]
გრიგორიადისი: გვირტყამდნენ, გვაგინებდნენ და თან გვიღებდნენ

სრულიად მოულოდნელად დამაკავეს. იქ კიდევ ბევრი ადამიანი დაიჭირეს და საერთოდ ვერ მივხვდით, რატომ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და თან გვიღებდნენ. ჩემს მეგობართან ერთად პარლამენტის წინ ვიდექი, რა დროსაც ადამიანების განურჩევლად დაჭერა დაიწყეს. მათ ვეხმარებოდი, რომ არ წაეყვანათ და იმ მომენტში უსაფუძვლოდ მეც შემითრიეს […] მითხრეს, კიდევ შენ ხარო? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ. ლაზარე […]
რუსეთის თავდაცვის არხის ჟურნალისტს პოსტერზე გამოსახული ტიციან ტაბიძე ბანდერა ეგონა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო პროპაგანდისტული არხი ზვეზდას ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ პარლამენტის შენობასთან გამოკრულ პოსტერებზე უკრაინელი ნაციონალისტი, სტეპან ბანდერა იყო გამოსახული. სინამდვილეში, მას ბანდერა ცისფერყანწელი პოეტი, ტიციან ტაბიძე ეგონა. ტიციან ტაბიძის პოსტერებს საპროტესტო აქციაზე პარტია ევროპული საქართველო არიგებდა. “კედლები აჭრელებულია ლოზუნგებით, მიკრულია სტეპან ბანდერას ფოტოები.” – ამბობდა 14 მაისის რეპორტაჟში პროპაგანდისტი კატერინა რადომსკაია. მისი […]
ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალოს პრორუსული ინტერნეტპორტალი Voice of Euripe, ასევე სამი რუსული მედიასაშუალება – სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“, „რასიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“. ევროკავშირი ამ მედიასაშუალებებს რუსული […]
დარწმუნებული ვარ ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ბევრმა ინვესტორმა გამოიყენა და ახლაც, ბევრ მათგანს ღილაკზე უდევს თითი, რომ იყიდონ – ჯაბა დიხამინჯია

დარწმუნებული ვარ ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ბევრმა ინვესტორმა გამოიყენა და ახლაც, ბევრ მათგანს ღილაკზე უდევს თითი, რომ იყიდონ – ჯაბა დიხამინჯია ქართული კომპანიების აქციების ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნა ინვესტორებისთვის უფრო მეტად შესაძლებლობა იყო, ვიდრე პანიკის საფუძველი – ასე აფასებს საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია „კომერსანტთან“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გუშინ, ქართული კომპანიების აქციების ფასების 15-20%-იან […]
“ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, მინიმუმ, 10 კაცი მირტყამდა” – რას ჰყვება დაკავებული

ფოტო – ტვ პირველი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს კიდევ ერთი დაკავებული, ზუკა ჩაკვეტაძე რომელმაც დიღმის მთავარი სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პარლამენტის უკანა მხარეს დამაკავეს და მონაწილეობა მიიღო, ვისაც შეეძლო – სპეცრაზმი, პოლიცია, ვინც იდგა, ყველა მონაწილეობას იღებდა. პოლიციელების ხაზებს გამატარებდნენ – ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, მერე მე ცოტა ფიზიკურად […]
როგორია ვეტოს პროცედურა და როგორ მოიქცევა პრეზიდენტი

„არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია. არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადების ფარგლებში არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში“ მმართველ გუნდთან. რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის […]
4GB 2024 გაუქმებულია – მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი 4GB წელს არ გაიმართება – მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. “გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!” – წერენ ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის ფეისბუკგვერდზე. ფესტივალი წელს 23-25 მაისს უნდა გამართულიყო – უკვე გაყიდული ბილეთების დაბრუნება 10 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი. 4GB, რომელიც ეძღვნება ავტოავარიაში დაღუპული ერთ-ერთი […]
მამუკა მდინარაძე – ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა, სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!

ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ ის 17 მაისს უერთდება საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. როგორც […]