თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში დღეს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი. კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. რუსთაველის […]
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ, მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. […]
“კანონი წავიკითხე, შედეგებიც განვჭვრიტე” – როსტომ ცხვედიანის პასუხი ეკატერინე ხვედელიძეს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი როსტომ ცხვედიანი პასუხობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს, რომელმაც გუშინ როსტომ ცხვედიანის პასუხად განცხადება გამოაქვეყნა. გუშინ ხვედელიძემ მას მიმართა კითხვით, წაკითხული აქვს თუ არა კანონი, რაზეც როსტომ ცხვედიანი პასუხობს, რომ კანონი წაიკითხა და შედეგებიც განჭვრიტა. როსტომ ცხვედიანი წერს, რომ კანონი, რომელსაც ცივილური სამყარო იწუნებს და ამბობს, რომ ამით არა […]
ქობულეთში ფერდობის ჩამოშლის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ქობულეთში – ქობულეთის სოფელ კვიროკეში მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. მამაკაცი ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის დაკვეთით, სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, სამუშაოების შესრულების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. შსს-ში გამოძიება 240 დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს.
საქართველოს საპატრიარქო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს

საქართველოს საპატრიარქო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ლოცვითა და გალობით, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მსვლელობებს მოაწყობენ. მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ დღეს ქვეყნის მეთაური გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, 17 მაისის მთავარი გზავნილია, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის […]
თბილისში, რამდენიმე მარშრუტზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება – ნახეთ, დეტალურად

დედაქალაქში დღეს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი. კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. რუსთაველის […]
უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 20 დრონით. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქების ფარგლებში 20-ვე დრონი ჩამოაგდეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციებს შედეგებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. 17 მაისს, რუსეთმა დრონებით […]
დღეს “ნაპოლი” მერვეზე გადასვლას ეცდება – მოქმედი ჩემპიონი, ფაქტობრივად, ევროპერსპექტივის გარეშე…

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” “ფიორენტინას” ესტუმრება – დღეს, 17 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე. ეს გუნდები ერთმანეთს მერვე ადგილისთვის ეცილებიან. ნეაპოლელები მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებიან. “ფიორეს” “ოლიმპიაკოსთან” კონფერენს ლიგის ფინალი ელის და სრული კონცენტრაცია მასზე აქვს გადატანილი. ვინჩენცო იტალიანო გუნდიდან მიდის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მერვე ადგილი კონფერენს ლიგისთვის შეიძლება საკმარისი იყოს. “ფიორენტინასთვის” […]
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს. პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. […]
ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ქარავან არტ ფორუმს“ მასპინძლობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ქარავან არტ ფორუმს“ მასპინძლობს. მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა რესტავრატორ-კონსერვატორთა კონფერენცია, სემინარი და ვორქშოპი. რესტავრატორების მიერ მოწყობილ კონფერენციასა და სამუშაო პროცესებს, სემინარსა და ვორკშოპს ხელმძღვანელობს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძე. ქარავან არტ ფორუმის“ პროგრამაში მონაწილე მხატვრების შემოქმედება წარმოადგინეს ფესტივალის ორგანიზატორებმა ნინო მეტრეველმა […]