„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გავლენები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

რადიო „კომერსანტის“ ეთერში სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა, იურისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა თემაზე, თუ რა გავლენებს მოახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი. გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული კანონი შეეხება ყველას და არა მხოლოდ იმ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონშია მოცემული (არაკომერციული იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედიის საშუალებები). „კონსტიტუციაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე როცა ვსაუბრობთ, შეუძლებელია […]
ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს – ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 17 მაისი უქმედ გამოცხადდა. „ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს დღე უქმედ, როგორც მოგეხსენებათ. მთავარი გზავნილი არის […]
გერგეტის სამების რეაბილიტაცია დაიწყო – სამუშაოებისთვის 614 000 ლარია გამოყოფილი

გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა კონსტრაქშენი“. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 000 ლარი. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 მაისს 08:00-დან 22 მაისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ზუგდიდსა […]
რომელ ქუჩებს შეეცვლებათ გადაადგილება თბილისში მსვლელობასთან დაკავშირებით – მერიის განცხადება

რომელ ქუჩებს შეეცვლებათ გადაადგილება თბილისში მსვლელობასთან დაკავშირებით – მერიის განცხადება „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი. კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე […]
1805 წლის 17 მაისს დაიბადა მეცნიერი, ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილის კონტექსტი (ქართული განმანათლებლობის სათავეებთან) „ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის […]
ირაკლი მელაშვილი – კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა. – ბატონო ირაკლი, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პარლამენტში ხელმეორედ შეიტანა განსახილველად, საშინაო პოლიტიკაში პროცესი არა მარტო დაჩქარდა, გარკვეული თვალსაზრისით გამოცოცხლდა კიდეც. მაგრამ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი არა მარტო გამოცოცხლდა, ქუჩაში იქნა გადმოტანილი. უცნაური ისაა, რომ ამის […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჯო ბაიდენს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას აიძულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელში იარაღის გაგზავნას აიძულებს. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების დახმარების მხარდაჭერის აქტი 224 ხმით 187-ის წინააღმდეგ მიიღეს, მხარდამჭერ კონგრესმენებს შორის მხოლოდ 16 „დემოკრატი“ იყო, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ სამმა „რესპუბლიკელმა“ მისცა. Reuters-ის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ აქტი კანონი არ გახდება, მაგრამ მისი მიღება ხაზს უსვამს აშშ-ში არჩევნების […]
სერგი კაპანაძე – ევროკავშირის მინისტრები მივიდნენ ხალხთან, საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანო, რომ ხალხის და მთავრობის გზები ასე გაიყოს – ლანდსბერგისი კი გულისხმობდა სუვერენიტეტის გაერთიანებას და არა დათმობას, დათმობა არის ის, რასაც რუსეთი გეუბნება

მინისტრები მივიდნენ ხალხთან იმისათვის, რომ ხალხისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა – მათი მხრიდან ეს იყო არა პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენება ოპოზიციისადმი, არამდე ეს იყო ხალხისადმი მხარდაჭერის ჩვენება, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ საპროტესტო აქციებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, საქმე […]
საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმის აეროპორტში ვაკანსიები გამოაცხადა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის ასამუშავებლად სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. საავიაციო პროფესიების პოპულარიზაციისა და სოხუმის აეროპორტში ღია ვაკანსიების წარდგენის მიზნით, აეროპორტის მენეჯმენტის წარმომადგენლები და თანამშრომლები ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. აეროპორტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაკანსიებზე, კანდიდატებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე (აუცილებელი განათლება, უნარები, გამოცდილება და ა.შ.), ასევე უპასუხეს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების კითხვებს. სოხუმის აეროპორტი აცხადებს ვაკანსიებს სახანძრო […]