უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20-ვე „კამიკაძე დრონი“ გაანადგურეს

რუსები უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის 20 „კამიკაძე დრონით“ დაესხნენ თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის ოცივე „შაჰედი“ ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, ვინიცას, ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქებიდან პრიმორსკო-ახტარსკიდან […]

“არავის აქვს ხალისი და განწყობა, რომ რესტორნებში ვიაროთ და საღამოები იქ გავატაროთ“ – “ნარნარი”

სტუმარმასპინძლობის ობიექტი, რესტორანი „ნარნარის“ თანადამფუძნებელი, ქეთი როხვაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ რესტორანში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუმრების ნაკლებობა შეინიშნება. მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მცირე რაოდენობა ისედაც შეინიშნებოდა, თუმცა, ახლა, მათი რესტორნით, კიდევ უფრო მცირე რაოდენობა სარგებლობს. „ზოგადად სარესტორნო ბიზნესში სამუშაო პროცესი ძალიან არის შემცირებული. ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობა უკვე შეინიშნება, ამასთან […]

როდის დასრულდება დეპუტატ ფრიდონ ინჯიას 28-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა – პროექტის დეტალები

დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კომპანია კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ადგილას 28 სართულიან სასტუმროს აშენებს. უძრავი ქონების მფლობელმა კომპანიამ შპს „სისტემ ნეტ“-მა არქიტექტურის სამსახურისგან პროექტის ცვლილება და მშენებლობის გახანგრძლივება სამი თვის წინ მოითხოვა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის მაისში მშენებლობა უნდა დასრულდეს. თბილისში კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17 313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და […]

მარტო მამარდაშვილი რას გახდებოდა? – “ვალენსია” ევროტურნირების გარეშე დარჩა [VIDEO]

ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა. ტრავმირებული დუროს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა იარემჩუკმა დებიუტში გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა; საპასუხო შეტევისას კი მასპინძლები სილვამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა. პირველ ტაიმში ბასკებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ტურიენტესის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია. მეორე ტაიმის […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი საფიქრალი მაქვს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომელმაც საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ლიეტუვაში დაბრუნდა წერს, რომ “თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი საფიქრალი აქვს”. ის ამ განცხადებას X-ზე აქვეყნებს. ლანდსბერგისი გამოქვეყნებულ წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, თუ რა მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს საქართველოსთვის რუსული კანონის დაკანონებითა და ხალხის ნების უგულებელყოფით. “არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება ნებისმიერი კანონის შესაძლებლობებს მიღმაა. […]

რუსეთის მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში 102 „უკრაინულ დრონს” ებრძოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა კრასნოდარის მხარესა და ყირიმზე. მოსკოვში დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე „გაანადგურეს“ და „გზად დაიჭირეს“ 51 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო კრასნოდარის მხარეში – 44. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული აქტები განეხორციელებინა რუსეთის […]

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოჯახური ტრადიციები არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება. „გილოცავთ ოჯახის […]

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის გალილეას რეგიონის დასავლეთ ნაწილისკენ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რის გამოც, რამდენიმე თემში, სირენები ამოქმედდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ სულ მცირე ერთი დრონი ზღვაზე ჩამოაგდო, მეორე კი – ჩრდილოეთ გაატონის თემთან ახლოს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 17 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, გიორგი წერეთლის, ნინო რამიშვილის, […]

იანვარ-მარტში საქართველომ 10 მლნ-ის შაქარი იყიდა

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში, 19 ქვეყნიდან, $10 226 080-ის ღირებულების 12 734.82 ტონა შაქარი შემოვიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში $15 469 780-ის 22 961.11 ტონა შაქარი შემოვიდა, რაც იმან ნიშნავს, რომ იმპორტი 80%-ით შემცირებულია (პირველ კვარტალში). მთავარი იმპორტიორი ქვეყნები საფრანგეთი, თურქეთი და ნიდერლანდები არიან. იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება: