პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან – როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში

„ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან – როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირანში ირაკლი კობახიძის ვიზიტს. მანჯგალაძის თქმით, “ჰესბოლაც” და ირანიც საუბრობს, რომ რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს მსოფლიოს და “ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილიც […]
ლოიდ ოსტინი: აშშ-ს და ისრაელს ჰამასის განადგურების საერთო ინტერესი აქვთ

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდა. პენტაგონის ცნობით, ოსტინმა შეხვედრისას დაადასტურა, რომ აშშ-ს და ისრაელს ჰამასის განადგურების საერთო ინტერესი აქვთ. როგორც ცნობილია, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ღაზაში ჰუმანიტარული და სამხედრო ოპერაციების კოორდინაციის ეფექტური მექანიზმი შემუშავდეს. ამერიკული მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ისრაელისადმი. გავრცელებული ინფორმაციით, ოსტინმა […]
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს – შსს

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც თანხა წაუღიათ. თუმცა, პოლიციელებმა მისი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ბერაია აშშ-ზე: კარგით რა, ამ სანქციებით გვაშინებენ უკვე რამდენი ხანია, არ გვეშინია

საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას, თუ ასევე გამოხატავს შეშფოთებას საფრანგეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გამოხატავს შეშფოთებას თურქეთში, კანადაში და ა.შ. სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც გამოხატავენ შეშფოთებას, თუ მხოლოდ საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მათთვის მიუღებელია ამ კანონის მიღება. პირველ რიგში, ეს შეკითხვა მექნებოდა ბატონ ენტონთან და მოვისმენდი ამ შეკითხვაზე პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი კომენტარი […]
GZA-ს ორგანიზებით, ბერლინში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

26 მაისს, 14:00 საათზე ორგანიზაციის გზა. GZA (Georgisches Zentrum im Ausland) ორგანიზებით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ბერლინერ დომთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მთავარი გზავნილი იქნება – არა რუსულ რეჟიმს. “26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და სოციალური სახელმწიფოს შენებას. ამ დღემ ჩვენ მოგვცა პირველი […]
ონის მუნიციპალიტეტში, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზინით, სამუშაოები 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატამენტის ინფორმაციით, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ეწყობა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი. ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე უკვე დასრულდა […]
ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ე.წ. რუსული კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას სოციალურ ქსელX-ის საშუალებით ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მათი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. „ევროპული საბჭოს ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ არ მიიღოს უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონი არსებული ფორმით. მოვუწოდებთ კანონმდებლებს, მიჰყვნენ ამ რეკომენდაციას და დაიცვან ქართული […]
ქუთაისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო – ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.
Politico – ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს ნატო-ს რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიმდინარე თვეში საფრანგეთში ჩავა, შემდეგ კი იტალიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას დაესწრება, – ინფორმაციას Politico სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განრიგი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ითხოვოს […]
რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დააკავეს

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. „22 მაისს სასამართლომ შამარინს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება“, – წერს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილისა და შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების […]