რუსეთში კიდევ ერთი გენერალი დააპატიმრეს

რუსეთში ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ მიერ დღეს, 23 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ შამარინს ორთვიანი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა. რუს გენერალს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა […]

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი კიდევ ერთხელ დატოვა – მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში შოთაძე თავის გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის. “ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ […]

TI: ილია შამუგიამ 1.3 მლნ ლარიანი ბინა ნახევარ ფასში იყიდა, დეკლარაციაში ნაკლები მიუთითა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ 2023 წლის ოქტომბერში ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კი უფრო ნაკლები თანხა მიუთითა. კერძოდ, TI-ში ამბობენ, რომ მის მიერ თბილისი გარდენსის კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ანალოგიური ბინები, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 აშშ […]

წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – 26 მაისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ქუთაისში, ბანკზე თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა

ქუთაისის ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში იყო დაცვის თანამშრომელი, ვისი დანახვის შემდეგაც ბანკზე თავდამსხმელი გაიქცა. ბანკიდან არაფერია წაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ქუთაისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო – ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

პაატა მანჯგალაძე – პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ „რუსული კოშმარი“

პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ „რუსული კოშმარი“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” წილი ნაყარი და არჩევანი გაკეთებული აქვს”. “ვეტოს დაძლევით “ქართული ოცნების” “სიამაყეს” რას შეეხება – პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე […]

26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ქუთაისში, ბანკში ნიღბიანი კაცი შეიჭრა

ქუთაისში ნიღბიანი კაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა და დაცვის თანამშრომლებს გაექცა. შსს-მ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ დაშავებულები არ არიან. შსს-ს ცნობით, ბრალდებული იძებნება და მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები” გაიხსნა

საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სექციათა ჭრილში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვა და გამოყენება მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და სერვისები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი ესწრება. კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური […]