ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს – შსს

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც თანხა წაუღიათ. თუმცა, პოლიციელებმა მისი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან