საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ მერე საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა […]
ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა. გაკპოს ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა – შეცვლაზე შესულმა მალენმა დუბლი შეასრულა. 6 ივლისს, მეოთხედფინალში ნიდერლანდები ავსტრიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რუმინეთი – ნიდერლანდები 0:3 გოლები: 0:1 გაკპო (20), 0:2 მალენი (83), 0:3 მალენი (90+3) . გაკპომ მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს, მუსიალას და შრანცს […]
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან. ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები. ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით […]
გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ
გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ. ასე მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფილი იქნა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ზემოთ ხსენებული ქმედებით, შეილახა საქართველოს ინტერესები და ამ რეზოლუციას […]
ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს

ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი. გარდა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, მედიატურის მონაწილეები ჩაქვში ლაო ჯინჯაოს ყოფილ აგარაკს, ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებს სტუმრობდნენ, სადაც ჯინჯაოს ნივთებია წარმოდგენილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ლაო ჯინ ჯაოს ლანჩის იმიტაციას დასწრებოდნენ, სადაც ქართული […]
საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანს უახლოვდება

მადლობა ნაკრებს! – საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანს უახლოვდება. მსვლელობით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიძრნენ. “ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ვართ საქართველო” – ისმის ფეხბურთელების შეძახილები მათივე ლაივებში. მათ მიყვებიან გულშემატკივრები როგორც ავტომობილებით, სკუტერებით, ასევე ფეხით.
ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან

ფეხბურთელებმა ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. მსვლელობის ბოლოს ისინი გულშემატკივრებთან მივლენ, რომლებიც თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილი. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად, სიმღერითა და შეძახილებით ეგებება. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები უჭირავს და ეროვნული ნაკრების მაისური აცვია. საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შევხდა. ფეხბურთელები VIP, […]
რუსეთი აცხადებს, რომ 5 უკრაინული SU-27 გამანადგურებელი გაანადგურა

სამშაბათს, 2 ივლისს, რუსეთმა განაცხადა, რომ გაანადგურა ხუთი უკრაინული SU-27 საბრძოლო თვითმფრინავი ისკანდერ-M რაკეტებით და დააზიანა კიდევ ორი, უკრაინის ცენტრალური პოლტავას რეგიონში, მირგოროდის აეროდრომზე. უკრაინამ განაცხადა, რომ დარტყმა აეროდრომზე მართლაც მოხდა, მაგრამ რუსეთი აზვიადებს მიყენებულ ზარალს. უკრაინა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იჰნატმა დაადასტურა, რომ მირჰოროდზე დარტყმა მოხდა. “იყო თავდასხმა. […]
რუსეთი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორი სოფელი აიღო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს, 1 ივლისს, განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სოფელი აიღო. მოსკოვი ზედიზედ მეორე დღეა ახალი უბნების აღების შესახებ აკეთებს განცხადებას. უკრაინის სამხედრო განცხადებები კი ნაწილობრივ უარყოფს რუსეთის მტკიცებას. რუსეთის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ძალები აკონტროლებენ ხარკივის ოლქის სტეპოვა ნოვოსელივკას დასახლებას და დონეცკის ოლქის ნოვოპოკროვსკეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, […]
უკრაინა ამბობს, რომ ყირიმში რუსული საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურა

რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის თქმით, საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის საჰერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს. ოლეშჩუკის თქმით წარმატებული ოპერაცია იმ თვითმფრინავების დახმარებით მოხდა, რომელსაც კრემლი განადგურებულად აცხადებს. „კიდევ ერთხელ მტრის [რუსეთის] პროპაგანდის მიერ „განადგურებულად” გამოცხადებული უკრაინული თვითმფრინავები აგრძელებს მისიების წარმატებულად შესრულებას“,- თქვა უკრაინის საჰერო ძალების მეთაურმა კრემლის განცხადების პასუხად, […]