ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე სცენაზე ასულ კობახიძეს შეძახილებით შეხვდნენ

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლას შეძახილები მოჰყვა. კობახიძემ სცენაზე ასვლისთანავე მიკროფონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ. *** ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თბილისში დღეს დილით დაბრუნდნენ. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით წავიდა. გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყო. EURO 2024-ზე […]
ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, კიდევ ერთხელ მადლობა მათ

ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა იმართება. მთავრობის მეთაურის თქმით, გამარჯვების მოლოდინი კიდევ არსებობს, რადგან სექტემბერში იწყება ერთა ლიგა, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. „ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი […]
მელონი: პარტიაში რასიზმისა და ანტისემიტიზმისთვის ადგილი არ არის

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ 2 ივლისს სიტყვით გამოსვლისას საკუთარი პარტიის “იტალიის ძმების” წევრებს უთხრა, რომ მისი პარტიის რიგებში არ არის ადგილი იმ პირებისთვის, რომლებიც იტალიის ფაშისტურ წარსულს თაყვანს სცემენ. მანამდე, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პარტიის ახალგაზრდა წევრები ფაშისტურ მისალმებას აკეთებდნენ და “Sieg Heil-ის” შეძახილებს ამბობდნენ. მოგვიანებით, მელონიმ პარტიის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც […]
პლასტმასის ბოთლიდან სითხის მიღებამ, შესაძლოა, დიაბეტის რისკი გაზარდოს – ახალი კვლევა

პლასტიკის ბოთლში შემავალი ნივთიერება დიაბეტი ტიპი-2-ის განვითარების რისკს ზრდის. ასეთია ახალი კვლევის შედეგი, რომელიც ჟურნალ Diabetes-ში გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც, ამ ბოთლებში გამოყენებულმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ – BPA-მ, შესაძლოა, შეამციროს ორგანიზმის მგრძნობელობა ინსულინის ჰორმონის მიმართ, რომელიც შაქრის მეტაბოლიზმს არეგულირებს. კვლევის ავტორები მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს, გადახედონ საკვებ კონტეინერებსა და ბოთლებში BPA-ს უსაფრთხო საზღვრებს. მანამდე გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, […]
ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 2.5% შეადგინა, რაც სრულ შესაბამისობაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის ძირითად ნაწილში ფასების დონე ისევ აჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს. ინფლაციის ტემპის შენელება პირდაპირ კავშირშია […]
“აკადემია უნიკოში” პროფესიული განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო

მომავალი წინ არის – ამ სლოგანის ქვეშ ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია უნიკოში პროფესიული განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო. სამხატვრო ხელმძღვანელმა, მხატვარ-დიზაინერმა ქეთევან დარსავრლიძემ მომავალ, პატარა ფეხბურთელებს და მათ მშობლებს ბურთები და სპეციალური საქომაგო საკომუნიკაციო გზავნილები მოახატინა. ,,მსგავსი სახის ღონისძიებები მნიშვნელივანია, რადგან ჩვენმა ბიჭებმა მსოფლიოს აჩვენეს თუ რა შეუძლია საქართველოს ეროვნულ […]
გაერო: ღაზაში 1,9 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს კოორდინატორმა ღაზის სექტორში, სიგრიდ კააგმა, 2 ივლისს განაცხადა, რომ ამჟამად სექტორში 1,9 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. მისი თქმით, ის „ღრმად შეშფოთებულია ცნობებით ხან-იუნისიდან ახალი ევაკუაციის თაობაზე განკარგულებების გამო. გაეროს ვარაუდით, დაახლოებით 250 ათას ადამიანს ეხება ისრაელის არმიის განკარგულება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო პირებმა უნდა დატოვონ ალ-ყარარა, ბანი სუჰაილა და ღაზის სექტორის […]
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს

საქართველოს ნაკრების ღია ავტობუსი თავისუფლების მოედანზე მივიდა – ნაკრებმა მსვლელობა ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებითაა სავსე – ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდა. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა. ღონისძიებაზე უკვე მივიდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტის […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს

ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მივიდა. პრემიერის განცხადებით, ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა. „წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს ამ თვეების განმავლობაში. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და შემდეგ ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება და კიდევ ერთხელ მადლობა. […]