რუსეთი აცხადებს, რომ 5 უკრაინული SU-27 გამანადგურებელი გაანადგურა

სამშაბათს, 2 ივლისს, რუსეთმა განაცხადა, რომ გაანადგურა ხუთი უკრაინული SU-27 საბრძოლო თვითმფრინავი ისკანდერ-M რაკეტებით და დააზიანა კიდევ ორი, უკრაინის ცენტრალური პოლტავას რეგიონში, მირგოროდის აეროდრომზე.
უკრაინამ განაცხადა, რომ დარტყმა აეროდრომზე მართლაც მოხდა, მაგრამ რუსეთი აზვიადებს მიყენებულ ზარალს. უკრაინა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა დაზიანდა.
უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იჰნატმა დაადასტურა, რომ მირჰოროდზე დარტყმა მოხდა.
“იყო თავდასხმა. არის გარკვეული დანაკარგები, მაგრამ არა ის, რასაც მტერი აცხადებს, ისინი ამას სულ აკეთებდნენ ომის დაწყებიდან”, – ამბობს იჰნატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა თავდასხმის კადრები, სადაც ჩანს, რომ კვამლი და ცეცხლი ამოდის აეროდრომიდან. თუმცა, რუსეთის თავდაცვის უწყებას არ დაუკონკრეტებია როდინდელია მასალა, რომელიც გაავრცელა.
„რუსული დარტყმის შედეგად განადგურდა ხუთი აქტიური SU-27 მრავალფუნქციური გამანადგურებელი, ორი კი დაზიანდა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთი ბოლო დროს მიზანში სწორედ უკრაინის აეროდრომებს იღებს მაშინ, როდესაც კიევი ამერიკის მიერ წარმოებული პირველი F-16-ების მისაღებად ემზადება. მოსკოვმა პირობა დადო, რომ ამერიკულ ავიამოიერიშეებს გაანდგურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ