საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ მერე საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა […]

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან. ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები. ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით […]

„ქართული ოცნება“ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს – სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია… სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს. პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთოსა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას. „მოგეხსენებათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის […]

ლოიდ ოსტინი – აშშ უკრაინისთვის 2.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ მალე გამოაცხადებს

აშშ მალე უკრაინისთვის 2.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე განაცხადა. “შეერთებული შტატები უახლოეს დროში თავდაცვაში უკრაინისთვის 2.3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის შესახებ გამოაცხადებს. ეს პაკეტი… მიაწვდის მეტ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას“, – განაცხადა […]

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში არ იყვნენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე. „საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად […]

მთელი ქალაქი ქუჩაშია გამოსული – გულშემატკივრები ფეხბურთელებს ესალმებიან

ქალაქის ცენტრალური ქუჩები სავსეა გულშემატკიბრებით, რომლებიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ესალმებიან. მსვლელობა ვაკიდან, ფეხბურთის ფედერაციის შენობიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

„კონსტრუქციული თანამშრომლობა და არა გარჩევები მედიით“ – შეიცვალა თუ არა ურთიერთობა ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის?

იმედია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება და არ ექნება მედიაში გარჩევის ფორმა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამის შესახებ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. jandacva.ge დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სექტორს კომუნიკაცია ახალ მინისტრთან და შეიცვალა თუ არა მიდგომები უწყების მხრიდან. კოკიაშვილი ამბობს, რომ დეტალებსა და კონკრეტიკაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, […]

საბაჟო გამშვებ პუნქტებში 56 344 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,სარფი“, და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 375,91 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 56 344,29 ლარი შეადგინა. […]

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ივლისის თვეში დამატებითი მატარებლები იმოძრავებს – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, ივლისის თვეში, თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია გავრცელებულ […]

“პიკის საათში ავტობუსში ვერ ახვალ, უფრო მეტად უნდა განვავითაროთ ეს სისტემა” – ირაკლი იზორია

სწრაფი სატრანზიტო დერეფნების სისტემა სწრაფად უნდა განვითარდეს, – ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, რჩება პრობლემური კვანძები, რომლის მოწესრიგებაც მოკლე დროში რთულია, თუმცა მოთხოვნა ავტობუსებზე გაზრდილია, ამიტომ თბილისის მერიამ ნაბიჯები სწრაფად უნდა გადადგას. ირაკლი იზორია გამოეხმაურა თბილისის მერიის ინიციატივას საავტობუსე ზოლებში მოპედებისა და მოტოციკლეტების შესაძლო დაშვებაზე […]