ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ სლოგანით და მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ბოლო დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. „დღეს ვართ მარტივი რეალობის წინაშე, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი თანამებრძოლები აიყვანა პოლიტიკურ ტყვეობაში. ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები, რომლებიც ციხეში ჩასვა იმისთვის, […]

ბიტკოინის ღირებულებამ ახალი რეკორდი მოხსნა და $108 000-ს გადააჭარბა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ დღეს 108 000 დოლარს გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევაა ამ ვალუტის ისტორიაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 108 000 დოლარს გადააჭარბა. www.coinspeaker.com-ის ინფორმაციით, ბიტკოინი ფასი ახლა 40 უნცია ოქროს უტოლდება. „მას შემდეგ, რაც ბიტკოინი აფიქსირებს ყველა დროის ახალ მაჩვენებელს, BTC-სთან ოქროს თანაფარდობამ ახალ პიკს, 40.04-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 40 უნცია ოქროა საჭირო ერთი […]

“10-12 წელი სტუმარმასპინძლობა არ ემზადებოდა იმისთვის, რომ რუსეთისთვის სუფრა გაეშალა” – ლუკა ნაჭყებია

შეფი, ლუკა ნაჭყებიას განცხადებით, სტუმარმასპინძლობის სექტორი ამდენი წელი იმისთვის არ ემზადებოდა, რომ საბოლოო ჯამში რუსეთისთვის სუფრა გაეშალა. ამის შესახებ მან სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების მიერ დაორგანიზებულ პროევროპულ, საპროტესტო მარშზე BM.GE-ის განუცხადა. მისი თქმით, სექტორის მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნა იმ პატიმრების გათავისუფლებაა, რომლებიც აქციებზე უსამართლოდ არიან დაკავებული. „სტუმარმასპინძლობის სექტორში მთავარი არის სტუმარი და სტუმარი […]

რა დანაკლისიც იყო, დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთი ორად აღდგება მაქსიმუმ იანვარში – კობახიძე ბიზნესს ამშვიდებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სამი მაიდნისა და რევოლუციის მცდელობა მოხდა, რამაც ბუნებრივია ბიზნესზეც იმოქმედა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ყველაფერი დასრულებულია და რა დანაკლისიც იყო, დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთი ორად აღდგება მაქსიმუმ იანვარში. „რადიკალური ოპოზიციის ბოლო მცდელობა, ქვეყანაში მოეწყო მაიდანი და აერია ქვეყანა, ბუნებრივია ბიზნესზე იმოქმედა. ეს ფაქტია. […]

550-მდე კომპანია, რომელიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს

კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია, მაკდონალდს საქართველო, დეილი, SPAR Georgia, მაგნიტი… – უკვე 550-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Freebusiness-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა. კომპანიების სრულ ჩამონათვალს აქ – www.Freebusiness.ge -ზე ნახავთ. გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, Freebusiness-ის გუნდის ვერიფიკაციას 750 კომპანია […]

“ვგმობთ “ოცნების” არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალადობას, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა” – CoD-ის წევრი ქვეყნები

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ – “დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართელი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, “შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა”. საბჭოს წევრი ქვეყნები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ბოლო საარჩევნო პროცესის გამო. “ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართულ […]

,, გახარია არასდროს არ იქნება მუჟიკი!” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი: ,,ხან – ღვეზელი და პერაშკიო, ხან – ძაღლი და საბაკაო… მოკლედ, მაგარი უნიჭოები ხართ! ამიტომ, მე გეტყვით ერთს და ნაღდს, თქვენსავე სტილში: გახარია არასდროს არ იქნება მუჟიკი!”

,,მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი“ – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი, სადაც ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, ძალადობის მეშვეობით აიძულებენ სხვადასხვა მოქმედებებს, საუბარს იღებენ, აკომპრომატებენ და ემუქრებიან შემდგომში აქტივობის შემთხვევაში გასაჯაროებით. ართმევენ პირად ტელეფონებს, უჩხრეკენ, ათვალიერებენ პირად მიმოწერებს, ადამიანების პირად ცხოვრებას და შემდეგ აშანტაჟებენ, რომ თუ არ გაჩუმდებიან, ამ ყველაფერს დადებენ სოციალურ ქსელებში. აბსოლუტურად ყველას იდენტიფიცირება […]

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს სწორად გაიაზროს თავისი ვალდებულებები – განცხადება

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები განცხადებას ავრცელებენ: ,,ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები, საბჭოს დებულების შესაბამისად მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას განხილული […]