მოვუწოდებ ოცნებას, ეროვნულ დონეზე დაიწყოს დიალოგი რელევანტურ პირებთან – ანა ლიურმანი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ოცნებამ საქართველოში ყველა რელევანტურ პირთან ეროვნული დიალოგი უნდა დაიწყოს. ამასთან, ლიურმანმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობის მიმართ შეშფოთება გამოხატა. “შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით რომელიც საქართველოში ვნახეთ. ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებელია. დღეს ვისაუბრებთ საბჭოს […]

წამების უმძიმესი ისტორია – რას ყვება გოგილაშვილი

წამება სასტიკი მეთოდებით დაკავების დროს, 9 საათი დამტვრეული სახის ძვლებით პოლიციის სისხლიან ავტომობილში და არსათანდო მოპყრობა – სახლიდან ფუნთუშების საყიდლად გამოსულმა დავით გოგილაშვილმა, რომელიც კიმინალურ პოლიციას აქციის მონაწილეში აერია, სპეცრაზმმა კი წიხლებით უმოწყალოდ სცემა, შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლო დარბაზში უცხოელი დიპლომატბის თვალწინ მისცა. გოგილაშვილმა დეტალურად მოყვა, როგორ აწამბდნენ 9 საათის განმავლობაში ძალოვანები და საბოლოოდ, როგორ აღმოჩნდა […]

,, მოდით, რეალური სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც ავიწროებს საკუთარ მოქალაქეებს” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემარმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა: ,,ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან გადმოტანილი – დეზინფორმაცია, მანიპულაცია , ძალადობა და წამებაც კი. ქართველი ალხი თავიანთი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის იბრძვის. ქართველი ხალხი მათ სიცოცხლეს სწირავენ ამ ლურჯი დროშისთვის, რომელზეც ოქროსფერი ვარსკვლავებია გამოსახული. ხალხი ჩვენთან მოვიდა, აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას და გვეკითხებოდნენ სად არის ევროპა. მეგობრებო, ქართველი […]

„მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ“ – ირაკლი კობახიძე

შოთა არველაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის, მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, […]

ქალაქის ცენტრში სასტუმროების ზარალმა 10 მილიონს გადააჭარბა… ე.წ. პრემიერი რას აპირებს ვერ გეტყვით. ვის ხვდება არ ვიცი – შალვა ალავერდაშვილი

რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ,,კომერსანტი’’ შალვა ალავერდაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, მზად არიან თუ არა ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართონ. რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის ირაკლი კობახიძესა და ბიზნესების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ცნობილი არ არის და ის მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მათი ვინაობა ვისთანაც […]

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებიც ჩამოთვალეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და […]

“კი, ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ და ეს არის…” – კრისტი ყიფშიძის პასუხი პირად ურთიერთობებზე – Marao

ამის შესახებ მოდელმა კრისტი ყიფშიძემ ბლოგერ თინანო ბუჩუაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. კრისტიმ აღნიშნა, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის მოსმენა და საკუთარ თავთან ურთიერთობაა: “კი, ვარ ურთიერთობაში. ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ და ეს არის ჩემი საკუთარი თავი. როცა ამბობენ – შეიყვარე შენი თავი – ზოგი ადამიანი ვერ ხვდება, ეს რას გულისხმობს. ჰგონიათ, რომ ნარცისი უნდა […]

ანა ლიურმანი: მოვუწოდებ ოცნებას, ეროვნულ დონეზე დაიწყოს დიალოგი რელევანტურ პირებთან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ოცნებამ საქართველოში ყველა რელევანტურ პირთან ეროვნული დიალოგი უნდა დაიწყოს. ამასთან, ლიურმანმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობის მიმართ შეშფოთება გამოხატა. “შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით რომელიც საქართველოში ვნახეთ. ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებელია. დღეს ვისაუბრებთ საბჭოს […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ სლოგანით და მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ბოლო დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. „დღეს ვართ მარტივი რეალობის წინაშე, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი თანამებრძოლები აიყვანა პოლიტიკურ ტყვეობაში. ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები, რომლებიც ციხეში ჩასვა იმისთვის, […]