“ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა“- კახა კალაძე

“ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ევროპაში წასასვლელად ვიზის აღებაც, რომ დასჭირდეს, აიღებს. “დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს. ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. ჩვეულებრივად, [შევძლებ გამგზავრებას] – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა.”- ამბობს კალაძე.
მოვუწოდებთ სახალხო დამცველს სწორად გაიაზროს თავისი ვალდებულებები – განცხადება

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები განცხადებას ავრცელებენ: ,,ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები, საბჭოს დებულების შესაბამისად მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას განხილული […]
თურქული ავიაკომპანიები ფრენის დაგვიანებისთვის მგზავრებს 600 ევრომდე გადაუხდიან

თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა მგზავრთა უფლებების რეგულაციები შეცვალა, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს, თურქული ავიაკომპანიებისგან რეისის დაგვიანების შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპენსაცია მიიღონ. ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული დებულების მიხედვით, კომპენსაცია მიეცემათ იმ მომხმარებლებს, რომელთა ფრენები ოპერაციული თუ ტექნიკური მიზეზების გამო სამი საათით ან მეტით დაგვიანდება. შიდა ფრენებზე მგზავრებს უფლება აქვთ 100 ევრო, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებული […]
ანა ლიურმანი – „ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში შექმნილი ვითარებით ღრმად შეშფოთებული ვარ. მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა ღრმად შემაშფოთებელია და ამიტომ, დღეს ჩვენ ევროპული საბჭოს დასკვნებს განვიხილავთ, სადაც მკაფიოდ […]
კახა ოქრიაშვილი – ახალი არჩევნები გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“, მით უფრო ადვილად დავძლევთ ქვეყანაში დღითიდღე გაღრმავებად კრიზისს!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, ქართველები დიდი იმპერიების სამეზობლოში და გარემოცვაში ვცხოვრობდით, საქართველო კი ხშირად იყო ამ იმპერიების დაპირისპირების ადგილიც და მიზეზიც. ამიტომ არამარტო ქართველებს, ბევრს უკვირს, როგორ გადავრჩით, როგორ ვკარგავდით და ვიბრუნებდით და საბოლოო ჯამში, ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას. რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა? პირველ რიგში იმას, რომ ქვეყანას მართავს […]
კახა კალაძე – ფარისევლურია მათი განცხადებები: „აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ ეს არის სიტყვების ბრახა-ბრუხი! – პირველი დასავლეთია, ვინც საქართველოში არეულობისა და დაპირისპირების მოწყობას ცდილობს

ფარისევლურია მათი განცხადებები: „აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ ეს არის სიტყვების ბრახა-ბრუხი! – პირველი დასავლეთია, ვინც საქართველოში არეულობისა და დაპირისპირების მოწყობას ცდილობს, ვინც რადიკალურ დაჯგუფებებსა და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს! – ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძის თქმით, ყველაფერი, რასაც რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ვხედავდით, გარედან იყო მართული. […]
CoD-ის წევრი ქვეყნები: ჩაატარეთ ობიექტური გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართელი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებულ გამოყენებას გმობენ. ამასთან, ისინი ოცნებას რეპრესიული ტაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. “ჩვენ მოვუწოდებთ, ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. […]
დევნილები ვერ დაბრუნდებიან – რატომ აყენებს ბაქო “დასავლეთ აზერბაიჯანის” შესახებ საკითხს – Netgazeti • აზერბაიჯანი • მთიანი ყარაბაღი • სომხეთი • Netgazeti.ge

ავტორი: ვადიმ დუბნოვი ეთნიკური აზერბაიჯანელების ე.წ. “დასავლეთ აზერბაიჯანის”, ზანგეზურის ან სიუნიქის ტერიტორიაზე დაბრუნების მოტივი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების რითმში პულსირებს. ეს საკითხი სხვა ძირითად საკითხებსა და მაგალითად სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების მოთხოვნის ან მორიგი ძალისმიერი მუქარის პარალელურად იჩენს ხოლმე თავს. ერთი მხრივ, ეს რა თქმა უნდა, ამ თემას პოლიტიკურ ელფერს აძლევს – ართულებს […]
„ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 800 000 ლარს დახარჯავს

„ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 800 000 ლარს დახარჯავს. შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი „ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტს უწოდებს

ლიეტუვის თავდაცვის ახალი მინისტრი დოვილე შაკალიენე „ქართული ოცნების“ მთავრობას რუსეთის მარიონეტად მოიხსენიებს. ასე გამოეხმაურა ის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთსა და ლიეტუვას ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და მათმა ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი. „როგორც ქვეყანა, რომელმაც მოახერხა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისგან თავის დაღწევა, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას […]