ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იხსნება

დღეს ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. წლევანდელი კინოფორუმი ტიმ ბარტონის ფენტეზის ჟანრის კომედიით „ბითლჯუს, ბითლჯუს“ გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უხელმძღვანელებს. უკვე ცნობილია, რომ კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ოქროს ლომს“ ავსტრალიელ რეჟისორს, პიტერ უირს და ამერიკელ მსახიობს, სიგურნი უივერს გადასცემენ. ფესტივალი 7 სექტემბერს, საზეიმოდ დაიხურება.
სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. უბედური შემთხვევა გუშინ, ნოქალაქევთან მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან მალევე ამოასვენეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინაში, კრივოი როგში, სასტუმროზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ოთხშაბათს დილით გაავრცელა ცნობა, მაშველებმა მეოთხე დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. სასტუმრო “ავრორას” კრივოი როგის ცენტრში ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. სასტუმრო გვერდით არის სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, რესტორანი, საკრებულოს შენობა და მერიის შენობა.
როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ამბობს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, მონაცემები ზუსტდება და მსხვერპლი არ ყოფლა. როსტოვის საინფორმაციო “ტელეგრამის არხები” იუწყებიან, რომ ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული. რუსული წყაროები ამბობენ, […]
„ლივერპულმა“ ოფიციალურად დაადასტურა მამარდაშვილის ტრანსფერი

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის ინგლისურ „ლივერპულში“ გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. აქამდე ტრანსფერზე არაერთი ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი წერდა. ინგლისური გრანდის ვებ-გვერდზე მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური ინფორმაცია 27 აგვისტოს, თბილისის დროით დაახლოებით 23 საათზე გამოქვეყნდა. „ლივერპულმა“ ისიც დაადასტურა, რომ მამარდაშვილი ამ სეზონს ამჟამინდელ კლუბში, „ვალენსიაში“ გაატარებს, წითლებს კი შემდეგი სეზონიდან შეუერთდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსფერამდე მამარდაშვილმა, საქართველოს ნაკრებთან ერთად, […]
კიევი: ჩამოგდებულია რუსული სუ-25

უკრაინელმა სამხედროებმა კრამატორსკის ფრონტზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ცნობებს უკრაინული არმია ავრცელებს. როგორც ირკვევა, რუსული თვითმფრინავი ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს. კრამატორსკი დონეცკის ოლქში მდებარეობს, რომლის ოკუპაცია-ანექსიასაც რუსეთი უკრაინაში ომის ფარგლებში ცდილობს.
კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება
კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გერმანიაში დღეს ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ეკონომიკური და თავდაცვითი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ იმედი აქვს. ასევე, დღეს საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიიდან პარიზში გაემგზავრება, სადაც პარალიმპიური […]
კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გერმანიაში დღეს ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ეკონომიკური და თავდაცვითი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ იმედი აქვს. ასევე, დღეს საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიიდან პარიზში გაემგზავრება, სადაც პარალიმპიური […]
თინა ბოკუჩავა – ქვეყანაში, სადაც ფემიციდის შემაშფოთებელი ნიშნულია, მმართველი ძალის ქალი მინისტრი ისევ ქალებს ირჩევს სიძულვილის მთავარ სამიზნედ – წულუკიანის სიძულვილის ენა „ქართული ოცნების” მორალურ სახეს ცხადად წარმოაჩენს

ქვეყანაში, სადაც ფემიციდის შემაშფოთებელი ნიშნულია, ქალებზე სისტემატურად ძალადობენ და დევნიან, ქალები იბრძვიან ოჯახების გადარჩენისთვის სიღატაკის წინააღმდეგ, მმართველი პოლიტიკური ძალის ქალი მინისტრი ისევ ქალებს ირჩევს სიძულვილის ენის მთავარ სამიზნედ, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას. როგორც ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ წულუკიანისეულ […]
მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ – სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება – რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები „ყალბი და მავნეა“. როგორც „თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველაფერი ეს მათი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაა. „ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიურო მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება. რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს […]