ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იხსნება

დღეს ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. წლევანდელი კინოფორუმი ტიმ ბარტონის ფენტეზის ჟანრის კომედიით „ბითლჯუს, ბითლჯუს“ გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უხელმძღვანელებს.
უკვე ცნობილია, რომ კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ოქროს ლომს“ ავსტრალიელ რეჟისორს, პიტერ უირს და ამერიკელ მსახიობს, სიგურნი უივერს გადასცემენ.
ფესტივალი 7 სექტემბერს, საზეიმოდ დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო