1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6990 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6990ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6990 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0134 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0159 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ზივზივაძის შეძენის მსურველი კლუბი გაირკვა

ცნობილი გახდა, რომელი კლუბი დაინტერესდა “კარლსრუეს” 30 წლის თავდამსხმელით ბუდუ ზივზივაძით – რუმინული “ფანატიკის” ცნობით, ქართველის შეძენის სურვილი ბუქარესტის “რაპიდს” აქვს. “რაპირდმა” კოსოვოელი ალბიონ რაჰმანი 5 მილიონ ევროდ პრაღის “სლავიას” მიჰყიდა და მის შემცვლელად ზივზივაძის დამატება უნდა. დღეს ka-news-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუდუს ტრანსფერზე “კარლსრუემ” მილიონევროიანი შეთავაზება მიიღო და უარის თქმა გაუჭირდება.

ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები – Politico

გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების გეგმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პარტიები, გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას. “ქართული ოცნების” გეგმის შესახებ Politico-სთან ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა. როგორც გამოცემა იტყობინება, სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, […]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ […]

ევროკავშირმა Entry/Exit System-ის (EES) ამოქმედების თარიღი გამოაცხადა – ვის არ შეეხება ცვლილება?

ევროპაში Entry/Exit System (EES) მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება. EES მიზნად ისახავს პასპორტის კონტროლის პროცესის გამარტივებას. სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტებში ბეჭდის ხელით ჩარტყმის პროცესს და ჩაიწერს მოგზაურის სახელს, სამგზავრო დოკუმენტის ტიპს, ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება) და ევროკავშირიდან შესვლისა და გასვლის თარიღსა და პუნქტს. მესაზღვრეს მხოლოდ თითის ანაბეჭდების სკანირება და ფოტოს გადაღება მოუწევს, რაც […]

კანადამ ჩინეთიდან ელექტრომანქანების იმპორტზე 100%-იანი ტარიფი დააწესა

კანადამ ჩინეთიდან ელექტრომანქანების იმპორტზე 100%-იანი ტარიფი დააწესა, ასევე გამოაცხადა 25%-იანი ტარიფი ჩინეთიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. კანადის მთავრობის განცხადებით, გადასახადი ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა ელექტრომობილზე გავრცელდება, მათ შორის „ტესლას“ მიერ წარმოებულ ავტომობილებზე. აღნიშნულის გამო კომპანიის აქციების ფასი 3,2%-ით შემცირდა. ტარიფი ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, კანადა ჩინეთის […]

აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრად აირჩიეს

კაცობრიობის საკეთილდღეოდ ცოდნის, კვლევისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის – CORE აკადემიის წევრი გახდა. აღიარება საქართველოსა და კავკასიის, შუა საუკუნეების ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფის, სოციალური პროცესებისა და დიპლომატიის ისტორიაში აკადემიკოსის კვლევით ნაშრომებს ეფუძნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი […]

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. 26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკო პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი […]

კურსკის ოპერაციის სამხედრო და პოლიტიკური ფასი

ოპერაცია კურსკი – უკრაინელთა სამხედრო იერიში რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, თვეების განმავლობაში მიმდინარე დრონებით თავდასხმების, მოულოდნელი აფეთქებების, თუ ხარკივის ირგვლივ გრძელი რადიუსის იარაღით საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ, ბევრისთვის სრული მოულოდნელობა იყო. განსაკუთრებით კი, როგორც ჩანს, კრემლის მეთაურისა და სამხედრო სარდლობისთვის. ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ როგორიც უნდა იყოს ამ შეჭრის მიზნები ან უკრაინის გათვლა, ორი რამ ცხადად […]

დავით ხაჯიშვილი – მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და დღესასწაული მოლდოველ მეგობრებს პირადად მივულოცე – საქართველო და მოლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ოქტომბერში!

მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და ეს დღესასწაული მოლდოველ მეგობრებს პირადად მივულოცე. საქართველო და მოლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში! – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ხაჯიშვილის პოსტშია აღნიშნული, მოლდოვასა და საქართველოს წარსულში ბევრი რამ აქვთ საერთო და ორივე […]