ნიკა ობოლაძე – მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი უსამართლო პატიმრობისგან – სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, უსამართლო პატიმრობისგან. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებთან ერთად, ქმედებებიც იქნება გულწრფელი, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი. „თუ სალომე ზურაბიშვილი არის გულწრფელი ამ საუბარში, როდესაც ის ამბობს, რომ ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, დასავლელ მეგობრებს, რომ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი, შემეცნებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე ეტაპის დაწყებას, საუნივერსიტეტო საზოგადოებას კი სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღებას ულოცავს და მათ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, თავის მიმართვაში რექტორი ყურადღებას ამახვილებს სტუდენტური და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრების […]

მთავარეპისკოპოსი ზენონი სახელმწიფო რელიგიაზე იდეას შეცდომას უწოდებს

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული შეცდომას უწოდებს მართლმადიდებლობის ახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას. უფრო მეტიც, მისი თქმით ეს განაცხადი ეკლესიის ინსტიტუციური განადგურების, დემოკრატიისგან გადახვევის და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტი შეიძლება იყოს. “საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი. ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, […]

პიტერ სტანო – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია – გაწევრიანების კარი ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს

ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია, – ამის შესახებ ნათქვამია Politico-ს სტატიაში, სახელწოდებით, „ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს“. „მოქმედებების ამჟამინდელი კურსი ევროკავშირისკენ საქართველოს გზას საფრთხეს უქმნის, რაც, დე ფაქტო, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. ევროკომისია რიტორიკასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და შესაბამისი რეაგირებისთვის […]

თამარ კორძაია – თუ საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ“ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს სამოქალაქო საზოგადოების, თითოეული მოქალაქისა და დემოკრატიისთვის

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაია ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე […]

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – შემთხვევა კლინიკა “გორმედში” მოხდა. სიკვდილის მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. მომხდარზე განცხადებას ავრცელებს ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, […]

წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო – რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში

პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან ერთად, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, რა დროიდანაც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია და საარჩევნო სუბიექტი თანასწორი უფლებებით და თანაბარი ვალდებულებებით სარგებლობს. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, […]

ნიკა ობოლაძე – „ქართული ოცნების“ მტკიცება, თითქოს ოპოზიციურ პარტიებში რაღაც არ არის კანონის შესაბამისად, ჰგავს რაღაც ფანდს – ამ ქვეყანაში „შავი ფული“, არადეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ „ქართული ოცნებისგანაა“

„ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ, თითქოს ოპოზიციურ პარტიებში რაღაც არ არის კანონის შესაბამისად, ჰგავს რაღაც ფანდს და ამგვარი ფანდები ჩაბარდება წარსულს, როცა 26 ოქტომბერს ჩვენ ქართველ ხალხთან ერთიანობით გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში „შავი ფული“, არადეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ არსებობს. „ქვეყანაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ, […]

ბაქოს მიერ ევროსაბჭოს დეპუტატების პერსონა ნონ გრანტად გამოცხადება არის უარყოფითი სიგნალი – რუსოპულოსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ასამბლეის ზოგიერთი დეპუტატის პერსონა ნონ გრანტად გამოცხადების შესახებ არის უარყოფითი სიგნალი, რომელსაც ექნება უკუეფექტი და გამოიწვევს ქვეყნის პოზიციის გართულებას ორგანიზაციაში. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების აზრით, აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობა აქვს და მას მოუწევს ლობისტების დახმარება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი დელეგაციის უფლებამოსილება ევროპის საბჭოში. “ეს […]

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება

ხვალ, 29 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში,„აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება. საქმეს განიხილავს პლენუმი – სასამართლოს სრული შემადგენლობა. „მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას“, – […]