პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე პარაწოლჭიმელი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე იყო. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს. ესენი არიან: ეტლით მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი; პარამძლეოსნები გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა) და დავით ქავთარაძე (სიგრძეზე […]

უკრაინის თავდაცვის მინისტრი – უკრაინა მოკავშირეებთან დასავლეთ უკრაინის თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“ შექმნას განიხილავს

უკრაინა აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან დასავლეთ უკრაინის თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“ შექმნის შესაძლებლობის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი საჰაერო თავდასხმა, რისთვისაც რუსეთის ფედერაციამ 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა. „პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. მათთან განვიხილეთ […]

დღეს ანჩისხატობაა – მამა ანტონობა მარტყოფში

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინეპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა […]

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მათ შორის კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. მოსამართლემ მედიასთან მცირე კომენტარი, სხდომის დაწყებამდე გააკეთა. „დღეს სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, მსჯელობა გვექნება, იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც მხარეებს ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ. მათ […]

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივან, იოშიმასა ჰაიაშიზე დაყრდნობით ავრცელებს. ტაიფუნი „შანშანი“ თავს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუს დაატყდა, რამაც საჰაერო მიმოსვლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ასევე, ავტომწარმოებლების „ტოიოტასა“ და „ნისანის“ ქარხნებმა დროებით მუშაობა შეაჩერეს. იოშიმასა ჰაიაშის ცნობით, ტაიფუნს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი უგზო-უკვლოდ […]

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ შებეკინოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ქალაქი შებეკინო დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაიჭრა, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი შებეკინო დაბომბეს. ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი“, – აღნიშნა გლადკოვმა. მისი თქმით, ჭურვებმა ადმინისტრაციული შენობა და სოციალური დაწესებულება დააზიანა. ასევე ცეცხლი […]

პაველ დუროვს „ტელეგრამში“ დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის ბრალი წაუყენეს

„ტელეგრამის” შემქმნელ პაველ დუროვს საფრანგეთის სასამართლომ ბრალი შეტყობინებების აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის წაუყენა. მედიის ინფორმაციით, დუროვი წინასწარი პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კერძოდ, რუსეთში დაბადებული მულტიმილიარდერი პაველ დუროვი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ კვირაში ორჯერ გამოცხადდება პოლიციის განყოფილებაში და საფრანგეთს არ დატოვებს. დუროვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს უკანონო ტრანზაქციებში […]

„სანტეს“ მოგება 5-ჯერ გაიზარდა – რა გეგმები აქვს კომპანიას?

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „სანტეს“ შემოსავალი და მოგება გაეზარდა. „სანტე ჯიემთი პროდუქტებმა“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გასულ წელს შემოსავალმა 100 მლნ ლარს მიაღწია და წლიურად 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 4.5 მილიონიდან 14 მილიონამდე გაიზარდა მთლიანი მოგება, საოპერაციო მოგებამ კი, 1.9 მლნ შეადგინა. 2023 წელს კომპანიამ წმინდა მოგების სახით 13.357 მლნ ლარი მიიღო, რაც […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ხუთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც მეჩეთში იმალებოდნენ

სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ხუთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც მეჩეთში იმალებოდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ტულკარემში მდებარე მეჩეთში დამალული პალესტინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. დაღუპულებს შორის ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი, მუჰამედ ჯაბერია, რომელსაც ისრაელი ტერაქტების დაგეგმვაში ადანაშაულებდა. ასევე, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მუჰამედ კასასი […]

ლევან ცუცქირიძე – „რუსული კანონის“ შეჩერება ეს არის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, გააკეთონ ის, რაც ყველა პატრიოტს ევალება – ეს არის მათი პროფესიული სინდისის მაჩვენებელი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის შესაძლებლობაა გააკეთონ ის, რაც „ყველა პატრიოტს ევალება“ და შეაჩერონ ის. როგორც ცუცქირიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ეს მათი პროფესიული სინდისის მაჩვენებელი იქნება. ამასთან, ცუცქირიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს „რუსული კანონის“ […]