მამუკა ხაზარაძე – აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან – რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან

აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, აჭარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთში მიჰყავს. „ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეულ ადამიანთან და სოფლამდე მივიდეთ, საზოგადოებას ავუხსნათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანას ელოდება. აუცილებელია რუსული ხელისუფლების […]
ალეკო ელისაშვილი – ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა არც თუ ისე რთულია – საქართველოს ხელისუფლება დავალებებს პირდაპირ მოსკოვიდან და „ეფესბესგან“ იღებს

გვინდა ხალხი დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა არც თუ ისე რთულია – უნდა მოვიდეთ ის ხალხი, ვინც არა რუსების, არამედ ქართველი ერის დავალებებს შევასრულებთ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დავალებებს პირდაპირ მოსკოვიდან და „ეფესბესგან“ იღებს. „გვინდა ხალხი დავარწმუნოთ, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების შეცვლა […]
რამდენ ოჯახს დაუმტკიცდა სუბსიდირებული იპოთეკა 2024 წლის პირველ ნახევარში?

სუბსიდირებული იპოთეკა 2024 წლის პირველ ნახევარში 770 ოჯახს დაუმტკიცდა, – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშიდან ირკვევა. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად შეიქმნა, შემდგომ კი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამად გადაკეთდა. ოჯახებს რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი, ან ჰყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი, სუბსიდირებული იპოთეკის აღება შეუძლიათ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, […]
ყველაზე ძვირი სესხი სოფლის მეურნეობის სექტორზე გაიცემა – რომელ დარგებს აფინანსებენ ბანკები

საქართველოში მოქმედი ბანკების დაკრედიტების მოცულობამ ივლისში 57 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მეტია. ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ამ 57 მილიარდი ლარიდან 24 მილიარდი ლარის კრედიტები საცალო მომხმარებლებზე არის გაცემული. ფიზიკური პირების სესხებში პირველი ადგილი იპოთეკურ კრედიტებს უჭირავს, რომლის მოცულობაც 11.5 მილიარდი ლარია. […]
საკონსტიტუციოში რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებაზე სხდომა 11:00-ზე დაიწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებაზე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.
თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, მიშველაძის, არაყიშვილის, შოვის, თენგიზ აბულაძის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, თაქთაქიშვილის, ლეოპოლდ ბილფელდის, […]
წვიმა ელჭექით – ამინდის განახლებული პროგნოზი

საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]
გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც კაშია თამაშობს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად გავიდა. შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „სლოვანმა“, რომელსაც „ჯვაროსნების“ ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 37 წლის კაშიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. […]
კრიპტოვალუტის მილიონერთა რაოდენობა გაორმაგდა

კრიპტოვალუტის მილიონერების რაოდენობა, რომლებიც 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობენ, წლის განმავლობაში, თითქმის, გაორმაგდა და 172,300 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის Crypto Wealth Report-ის კვლევის შედეგებში წერია. კომპანია განმარტავს, რომ სტატისტიკა 30 ივნისის მდგომარეობით არის აქტუალური. კვლევის თანახმად, მათი რიცხვი, ვინც 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივებს ფლობს, 27%-ით გაიზარდა და 28 […]
ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე მოტყუებით წაიყვანეს უკრაინის ომში

ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს, მათგან სულ ცოტა 8 ომში დაიღუპა, ამის შესახებ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა ინდოეთის პარლამენტის დეპუტატმა ვიკმაჯიტ სახნეიბმა, მისი თქმით ვერ ხერხდება დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში გადასვენება. დეპუტატის თქმით, ინდოეთის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთში სამუშაოს დაპირებით ხდება, შემდეგ კი თარჯიმნის გარეშე, იძულებით ხელს აწერინებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს. ადამიანთა […]