თამარ კორძაია – მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ

მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის სადაო ნორმების განხილვამდე აღნიშნა, სარჩელის ავტორებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. […]

ვახუშტი მენაბდე – ხელისუფლება წინასაარჩევნოდ რელიგიის და მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს – „ქართულ ოცნებას“ რელიგიის საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება სურს

მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ რელიგიის და მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს – „ქართულ ოცნებას“ რელიგიის საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება სურს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. მენაბდე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთავაზებაზე საპატრიარქოს წარმომადგენელთა უარყოფითი პოზიცია სწორია, რადგან ისინი […]

ანა ნაცვლიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართულით – მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით – მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ,- ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჩანიშნულ სასამართლო […]

სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისკენ და მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს

უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი – უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა,- ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით. იურისტის შეფასებით, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, ჯეროვნად უნდა შეასრულოს თავისი […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექს Elite Home-ს აშენებს

ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ქალაქ რუსთავში, ვახუშტის ქ. 6-ში მდებარე 6 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და ადგილმდებარეობით. კომპლექსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით, გამართული ინფრასტრუქტურით და გამწვანებული სკვერით, სადაც მოიაზრება საბავშვო სივრცეც. AIM ჯგუფს არაერთი დეველოპერული პროექტი აქვს განხორციელებული, დაკომპლექტებულია […]

ტურიზმის ადმინისტრაცია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმს 250 ათასი ლარით დაასუბსიდირებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია “ღვინის სიმპოზიუმს” 250 000 ლარით დაასუბსიდირებს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 26 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივ დაფინანსება (სუბსიდირების) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით დაევალა. როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, საუბარია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. […]

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელის განხილვა 11:00 საათზე იწყება. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: […]

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე სხდომა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე სხდომა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში. პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა […]

რუსეთი 92 ამერიკელს, მათ შორის, ჟურნალისტებს მოსკოვში შესვლას უკრძალავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 92 მოქალაქეს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება. კრემლი ირწმუნება, რომ ეს ჯო ბაიდენის “რუსოფობიული კურსისა” და რუსეთის მოქალაქეების დასანქცირების შედეგად გადაწყდა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებიც “ფეიკ” ინფორმაციებს რუსეთის შესახებ ავრცელებენ, დასანქცირდნენ. ეს შეეხება ჩინოვნიკებს და სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს,. დასანქცირდნენ ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ-იორკ თაიმზის ჟურნალისტები, […]

წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურული (XV

წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან შემოდის. როგორც წესი წმიდა ეკლესია ყოველთვის სათუთად ინახავს მათ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრებით ან მოწამეობრივი სიკვდილით დაამტკიცეს ღვთის სიყვარული და ღმერთმაც ადიდა ისინი ზეციური ნიშნებითა და სხვადასხვა სასწაულებით. იწერება და ზეპირადაც გადმოიცემა მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ, პირველ […]