გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის რაიონებს, სოფელ დიღომსა და მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, […]
კრემლი: ჯერჯერობით არ არსებობს პუტინის და ტრამპის შეხვედრის ორგანიზების წინაპირობები

რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზების წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს. „ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“, – უპასუხა მან რუსეთის სააგენტო “ტასს-ის შეკითხვას”, არსებობს თუ არა შეხვედრის შესაძლებლობა ტრამპის ინაუგურაციამდე. 22 დეკემბერს ტრამპმა თქვა, რომ დაელოდება პუტინთან შეხვედრას, რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. […]
,, გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს” – ნიკა მელია ბიზნესმენებზე

,, გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს” – ნიკა მელია ბიზნესმენებზე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: ,,რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არსებობს მათი მხარდაჭერა და მათი ლეგიტიმაციის მინიმალური საფუძველი მაინც. ბიზნესესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ […]
,,ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა“ – გია ხუხაშვილი

,,ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა“ – გია ხუხაშვილი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრას ეხმაურება: ,,ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე. სრულიად აშკარაა, რომ თუ დასავლეთთან კონფრონტაციის გაღრმავების მიმდინარე პოლიტიკური ხაზი გაგრძელდა, ეკონომიკა ჩამოიქცევა. ამ სპირალიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი კი ახალი არჩევნებია. ეს არის აშკარა რეალობა. […]
,, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს” – ზურა ჩხაიძე

,, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს” – ზურა ჩხაიძე ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს: „გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, გაისმა აზრები როგორც კრიტიკული, ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს. სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, ჩვენ, ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. […]
“თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დაჭირდება”- ზურა ხაჩიძე

მუსიკოსი და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. “ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან სადაც ჩემს ქვეყანას დაჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმით დავამტკიცებთ! მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერეთ ყველა ქალაქში […]
“დორტმუნდმა” შეიძლება უკრაინელი მეკარე შეიძინოს

25 წლის უკრაინელმა მეკარემ ანდრეი ლუნინმა შეიძლება “რეალი” დატოვოს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბილდი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არაა გამორიცხული “დორტმუნდი” გრეგორი კობელმა დატოვოს, რომლითაც “ჩელსია” დაინტერესებული და მზადაა ზაფხულში 70 მილიონ ევროდ შეიძინოს, მის ნაცვლად კი ლუნინი იყიდოს. ლუნინმა სექტემბერში “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 5 მატჩში […]
ქვეყანაში რთული ვითარებაა… პრემიერი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება – გია კვარაცხელია

ლილო მოლის გენერალური დირექტორი აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ბიზნესს დაჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამის შესახებ მან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერზე ვიმსჯელეთ და პრემიერი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთული ვითარებაა ქვეყანაში და ეს არ არის ნორმალური, მაგრამ გეუბნებით რომ ყველაფერი კარგად იქნება. […]
შეხვედრა ძალიან დროული იყო. პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა – მინდია საბანაძე

IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მინდია საბანაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა დროული იყო და სწორი ფორმატით შედგა. მისი თქმით, კობახიძემ თავისი ქმედებების ლოგიკა დეტალურად ჩაშალა. თუმცა დღესვე გახდა ცნობილი, რომ უახლოეს მომავალში შედგება კრიტიკული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შეხვედრა, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
“იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი და ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს” – ზურაბ ჩხაიძე

“იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი და ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძესთან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან KTW ჯგუფის დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და სახელმწიფოს როლზე ჰქონდათ საუბარი. ამასთან, შეხვედრაზე გაისმა როგორც კრიტიკული აზრები, ასევე აზრი, რომელიც […]